დავით გაგუა: ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას ყველა ხედავს

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" წევრმა, დავით გაგუამ, 8 მარტის შეთანხმებაზე და პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში, პოლიტპატიმრების არსებობას ყველა ხედავს, თუმცა ხელისუფლება სირაქლემის პოზიციას იჭერს.

გაგუა მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას", მათი გათავისუფლება მაინც მოუწევს, რაზეც ამერიკელმა სენატორებმაც მიუთითეს. დიდი ალბათობით ეს პროცესი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, შეწყალებით დასრულდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, "გირჩის" წევრი თვლის, რომ ოპოზიციამ, ისევე როგორც მედიამ, ამაზე საუბარი უკვე დაიწყო. არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი, რაც შეიძლება მალე აღსდგეს.

 ხელისუფლებას რესურსი აქვს, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით გამოიყენებს.                                                     

                                                                                               -განაცხადა დავით გაგუამ, "გირჩი ტივის" ეთერში.                                                

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები