სიახლეები

60 Views
პოლიტიკა

დავით გაგუა: ხელისუფლებას  ყოველთვის შეეძლება ყალბი Facebook ანგარიშების შექმნა

"გირჩის" წევრმა, დავით გაგუამ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში Facebook-ის მიერ წაშლილ ყალბ ანგარიშებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ანგარიშების არსებობა საფრთხის შემცველია, რადგან ადამიანების უმეტესობა არათუ ინფორმაციის სიზუსტეს, არამედ წყაროს სანდოობასაც კი არ ამოწმებს. 

ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებზე მანიპულირებს და მათი დახმარებით ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

                                                                                                                                                       -მიიჩნევს გაგუა.

მისი აზრით, აუცილებელია მოსახლეობის დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რადგან, დაბლოკვის მიუხედავად, ხელისუფლებას ახალი ყალბი ანგარიშების შექმნის რესურსი ყოველთვის ექნება.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები