სიახლეები

105 Views
პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: არ ვაპირებ "ქართულ ოცნებას", ამ ცვლილებების ჩაგდების საბაბი მივცე 

"პოლიტიკური აგორას" ეთერში პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი გაცემულ პირობას პატივს არ სცემენ, მსგავს მთავრობასთან კი პარტნიორობა შეუძლებელია.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას პოლიტიპატიმრებად აღიარებას "ქართულ ოცნებას" არავინ სთხოვს, თუმცა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითზე  ცალსახაა, რომ ხელისუფლებამ მართმსაჯულების სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, გამოიყენოს კანონით ბოძებული უფლება და ეს პირები შეიწყალოს.

ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალების საკითხი ყველაზე მარტივად მოსაგვარებელია, რადგანაც ისინი სასჯელს უკვე იხდიან.

                                                                                                                           -განაცხადა პარლამენტის წევრმა.

ჩუგოშვილმა საპარლამენტო არჩევნების წესის ცვლილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

 მე არ ვაპირებ "ქართულ ოცნებას", ამ ცვლილებების ჩაგდების საბაბი მივცე და ოპოზიციამაც იგივე უნდა გააკეთოს.

                                                                                     -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, "გირჩი ტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები