თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მთავრობა ყალბი ანგარიშებით მანიპულირებს
"პოლიტიკური აგორას" ეთერში, პარლამენტის წვრი, თამარ ჩუგოშვილი, Facebook-ის მხრიდან ხელისუფლების და ოპოზიციის ყალბი ანგარიშების გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ Facebook პოლიტიკური მიზნებისთვის ქსელის გამოყენების საკითხით დაინტერესდა.მისივე თქმით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყალბი ანგარიშების რაოდენობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მანიპულატორი ქვეყანა გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი ყალბი ანგარიშების რაოდენობა, ოპოზიციისას საგრძნობლად აღემატება. "საქართველოს მთავრობა, მსგავსი მანიპულაციებით რუსეთის ხელისუფლებისავით მოქმედებს"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ავტორი: პოლინა აბზიანიძე