სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ კორონავირუსზე კარგი პიარი გაიკეთა

"გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, "მთავარი არხის" ეთერში კორონავირუსზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმ სიგიჟეს, რაც მთავრობამ აკეთა, ვირუსთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი აქვს. ის თვლის, რომ მთავრობამ საზოგადოებას დააჯერა, რომ ვირუსის წინააღმდეგ გმირულად იბრძოლა, რის შედეგადაც  ნულოვანი რეიტინგი აიმაღლა და კორონა პიარისთვის გამოიყენა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის, რაც მთავრობას უნდა გაეკეთებინა, საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა. მისი აზრით, ვირუსი არ გაქრება, ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი გამოიმუშავოს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ  მთავრობას სოცილური დისტანცირების და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე რეკომენდაციები უნდა გაეცა. ასევე, ის მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების სასტუმროში გამოკეტვის ნაცვლად, რომლებსაც სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობა არ ქონდათ, იმ ჯგუფების იზოლაცია უნდა მომხდარიყო, რომლებიც რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 

"ადეკვატური გადაწყვეტილებების მაგივრად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც აქამდეც თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდა, შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა"-აცხადებს "გირჩის" ლიდერი.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები