სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, ხელისუფლების უაზრო გადაწყვეტილებებმა ვერ უნდა შეცვალოს

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, "პალიტრა ნიუსის" ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, მიხეილ სააკაშვილის მთავარ რეფორმატორად დანიშვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სასაცილოა საქართვველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები და განცხადებები.რადგანაც თუ მათ მართლა სურდათ, უკრაინისთვის  სააკაშვილთან მიმართებაში რაიმეს დამტკიცება, აქამდეც იზამდნენ. "ხელისუფლებამ კი, ეს არ  გააკეთა, რადგანაც მათ  ასე აწყობდათ"-მიიჩნევს პოლიტიკოსი.

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე.უკრაინის პრეზიდენტის საქმეა, რა გადაწყვეტილებებსაც  მიიღებს.მისივე თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, ხელისუფლების უაზრო გადაწყვეტილებებმა ვერ უნდა შეცვალოს.

ზელენსკის პოლიტიკურად სჭირდება, რომ თავის პრეზიდენტობას ახალი სული შთაბეროს, საკაშვილი სწორედ ამიტომ დანიშნა. თუმცა მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის რაიმე წარმატებას მიაღწევს.

                                                                                                                                 -მიიჩნევს "გირჩის" ლიდერი.

მისივე აზრით, სააკაშვილი რეფორმების გატარებას ორი მიზეზით ვერ შეძლებს: პირველი იმიტომ, რომ უკრაინაში ძალიან რთული მდგომარეობაა და მეორე  მან საქართველოში რა რეფორმებიც გაატარა, მათი მხოლოდ შემსრულებელი იყო. იმ პერიოდის მთავარ რეფორმატორად ჯაფარიძე, კახა ბენდუქიძეს მიიჩნევს.ის თვლის, რომ სწორედ ის იყო მთავარი სულისჩამდგმელი იმ რეფორმების,  რომლებმაც ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა.

მან ასევე მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკის გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ისევ საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე გადადგა. "მოსახლეობის განწყობა შეიცვალა, რაგდანაც ისინი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდენ."

"ხელისუფლებამ  უბრალოდ ეს პროცესი დროში გაწელა, იმ მიზეზით, რომ ვითომ მათ რაიმე დათვალეს"-ამბობს "გირჩის" ლიდერი.მისთვის სრულიად გაუგებარია, თბილისი 11 მაისს და მარნეული 14 მაისს რატომ იხსნება.პოლიტიკოსი ასევე ვერანაირ აზრს ვერ ხედავს მუნიციპალიტეტების დაკეტვაში.

მთავრობამ იდეაში ხომ, მარნეული ეპიდაფეთქების საშიშროების გამო დაკეტა? ამდენი დრო გავიდა და იქ სიუაციაა არ შეცვლილა.იგივე მიზეზით ღვანკითთან ჯარი გვიყენია, მაგრამ იქაც არაფერი მომხდარა.

                                                                                                                                           -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით,  მსგავსი ჩაკეტვები ვირუსის წინააღმდეგ არ მუშაობს. "ერთადერთი რაც ნამდვილად მოქმედებს, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის ნორმების დაცვაა." პოლიტიკოსის აზრით, ამის მიღმა ყველაფერი სრული სიგიჟეა, რომლის უკანაც არანაირი მეცნიერება არ დგას.

"გირჩის" ლიდერი თვლის, რომ პანიკაში მყოფი მოსახლეობისგან წამოვიდა დაკვეთა, რომ მთავრობას რაიმე უნდა გაეკეთებინა. ხელისუფლებასაც რათქმაუნდა ეს აწყობდა, ამ პერიოდის განმავლობაში მათ დიდი ფული იშოვეს და არჩევნებისთვის ქულები დაიწერეს.

"პალირა ნიუსის" ჟურნალისტის კითხვას, "გირჩი" როგორ მოიქცეოდა, ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ? ზურაბ ჯაფარიძემ ასე უპასუხა: "ადამიანები ჩემი მონები არ არიან, ამიტომ მე მათ თავისუფლებას ვერ შევუზღუდავდი.უბრალოდ ადამიანებს ჰიგიენის ნორმების დაცვისაკენ მოვუწოდებდი და სიმართლეს ვეტყოდი, რომ კორონავირუსი ვერ გაქრება, ამიტომ საჭიროა პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება."

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები