სიახლეები

თემურ გორგაძე: ტურიზმთან დაკავშირებული კრიზისი, აჭარაზე განსაკუთრებით აისახება

"გირჩის" წევრმა თემურ გორგაძემ, "პოლიტიკური აგორის" ეთერში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთი პერიოდი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში, ჟურნალისტიკაში ნამდვილად ჩახედული ადამიანები მუშაობდნენ, რაც არხის პოლიტიკასაც ეტყობოდა. ხელისუფლებას ბუნებრივია არ მოეწონა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიის კურსის შეცვლა.რის შემდეგაც ჯერ დირექტორი მოხსნეს, შემდეგ კი სხვა თანამშრომლებიც გაანთავისუფლეს. "შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ტელევიზიაში მწვავე პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა"-ამბობს გორგაძე.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, "გირჩის" წევრი თვლის, რომ ოპოზიციური სპექტრი საზოგადოების თვალში დეგრადირებულია. სწორედ ამიტომ თბილისში, ისევე როგორც აჭარაში საპროტესტო მუხტი ვერ იქმნება. ასევე ფინანსური პრობლემები ბევრად მარტივი მოსაგვარებელია, ვიდრე სამართლიანობის. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ იყო 20 ივნისის ღამეს საზოგადოება ასეთი ერთიანი.

გორგაძე თვლის, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, დასაქმების თვალსაზრისით აჭარა სხვა  რეგიონებს ჯობნის. თუმცა რაც შეეხება ტურიზმთან დაკავშირებულ კრიზისს, ის რათქმაუნდა აჭარას განსაკუთრებულად შეეხება.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები