სიახლეები

ირაკლი კუპრაძე: კრიზისის ფონზე,ხელისუფლებას ბიუჯეტი ოკუპირებული აქვს  და მას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, "ლელო საქართველოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ, პარტიის ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა.მისი თქმით, პარტიის გეგმა 6 მილიარდიანი პროექტისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა მიამრთულებებს შეეხება.

3 მილიარდი მიმართული იქნება ბიზნესის გადასარჩენად, რათა ბიზნესმენებმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდგომი განვითარება მოახრეხონ.აღსანიშნავია, რომ ამ თანხის მიღება შეეძლებათ მხოლოდ იმ მეწარმეებს ვისაც თანამშრომლების 10%-ზე მეტი განთავისუფლებული არ ჰყავს.რაც შეეხება ამ თანხების მოძიებას, პოლიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ საგარანტიო ფულის ეროვნული ბანკის საცავებიდან აღება.

რაც შეეხება დანარჩენ 3 მილიარდს, ის სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდება.1 მილიარდი სოფლის მეურნეობას, სურსათის უვნებლობის მიზნით გამოეყოფა."ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხორბალს, პურს, მაკარონს და წიწიბურას მოიხმარს.ამასთანავე ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება ხილის და ბოსტნეულის შემოტანაზე.მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი დაუმუშავებელი მიწებია"-ამბობს "ლელოს" წევრი.

ასევე 1 მილიონი დოლარი ეროვნულ ბანკს  გამოეყოფა, რათა მათ ლარის კურსის ვარდნის შეჩერება მოახერხონ.კუპრაძე ამბობს, რომ სწორედ ეროვნული ვალუტის სიმყარეზეა დამოკიდებული, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

მისივე თქმით, მთავრობამ მოსახლეობისთვის სოციალური პაკეტების გაცემა უკვე დააგვიანა."ადამიანები უკვე ორი თვეა, რაც შემოსავლის გარეშე და პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე არიან.ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პლატფორმის შექმნა 15 მაისამდე შეუძლებელია."

"ლელოს" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის ბიუჯეტი ოკუპირებული აქვს და მას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ის თვლის რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება, რადგანაც მთავრობას აწყობს, რომ ოპოზიციას ორგანიზებისთვის რაც შეიძლება ნაკლები დრო მისცეს.

წინ რათქმაუნდა რთული ბრძოლა გველის, მაგრამ თუ გვინდა სისტემა ჩამოვანგრიოთ, მაშინ ოპოზიციამ "ქართული ოცნების" დამარცხება, ახალი პოლიტიკური სტანდარტებით უნდა შეძლოს.

                                                                                        -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები