სიახლეები

გიორგი ლომინაძე: დღეს ექიმები რეალურად მთავრობასთან შეკრულები არიან, მაღალ ფასს  და დაბალ ხარისხს სწორედ ეს განაპირობებს

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში, "გირჩის" წევრმა გიორგი ლომინაძემ, ჯანდაცვის სისტემის ცვლილები აუცილებლობაზე ისაუბრა.

ის ამბობს, რომ "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში" სწავლის პერიოდში, მას ეგონა რომ ჯანდაცვის სისტემა სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა ყოფილიყო."ახლაც ბევრ ჯანდაცვის მენეჯერს, რომ დაელაპარაკო იგივე აზრზე არიან"-მიიჩნევს ლომინაძე.

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მან სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა დაიწყო, მისი აზრები შეიცვალა.მასზე განსაკუთრებით დიდი გავლენა, ამერიკელი ეკონომისტის მილთონ ფრიდმენის შეხედულებებმა იქონია.

ამის შემდეგ, ზოგადად  ეს სისტემა რატომ არის ასეთ გაფუჭებულ მდგომარეობაში, კარგად დავინახე და მივხვდი, რომ თავისუფალ ბაზარზე დაფუძვნებული ჯანდაცვა მინდა რომ იყოს.

                                                                                                                                        -ამბობს "გირჩის" წევრი.

ლომინაძემ მილტონ ფრიდმანის კადილაკის ეფექტის მაგალითი მოიყვანა: თუ დღეს გადავწყვეტთ, რომ ყველა ტიპის ძველი ავტომობილების მოძრაობა ავკრძალოთ და გადაადგილების შესაძლებლობა მხოლოდ კადილაკებს ჰქონდეთ. ამის შედეგად იმ ავტომობილების ხარისხი გაიზრდება თუ შემცირდება?ერთის მხრივ გაიზრდება, რადგანაც კადილაკი ხარისხიანია, ამასთანავე კომპანიაც ნახავს მოგებას.თუმცა მეორეს მხრივ ბევრი ადამიანი ამ მანქანის ყიდვას ვერ გაწვდება, ამიტომაც შემცირდება.

"გირჩის" წევრი ამბობს, რომ თუ იგივეს ჯანდაცვაზე გადმოვიტანთ, როგორც კი შევზღუდავთ ჯანდაცვის მიწოდებას, ფასი ზევით ავარდება.მისივე თქმით, ადამიანების გარკვეულ ნაწილს, მომსახურების მიღების შესაძლებლობა აღარ ექნება, რადგანაც მათ მეტი ფულის გადახდა მოუწევთ, ყველას კი ამის საშუალება არ აქვს.

თავისუფალი ბაზრის საშუალება უნდა იყოს.ანუ ძვირიან და შედარებით იაფფასიან მომსახურებას შორის, არჩევანის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.

                                                                                                                                              -აცხადებს ლომინაძე.

მისივე თქმით, თუ ჯანდაცვის სფეროში, თავისუფალი ბაზრისკენ მივისწრაფით, აუცილებელია საფეხურეობრივი მიდგომა და მათთვის გადახვევა არ შეიძლება.ის გამოსავლად მიიჩნევს, რეგულაციების თანმიმდევრულ ჩახსნას.პროფესიით ექიმი თვლის, რომ  ექიმების აკრედიტაციის პროცესი და გამოცდები გასაუქმებელია, ასევე მედიკამენტების და აპარატურის მწარმოებელი ფირმების მონოპოლია უნდა დასრულდეს."დღეს ექიმები რეალურად მთავრობასთან შეკრულები არიან, მაღალ ფასს  და დაბალ ხარისხს სწორედ ეს განაპირობებს"-მიიჩნევს "გირჩის" წევრი.

ლომინაძე ამბობს, რომ პროცესი ისე უნდა წავიდეს, რომ ჯანდაცვა რეგულაციების გარეშე მივიღოთ.პროდუქტი, რომელიც ძალიან იაფი და ხარისხიანი იქნება.რაც შეეხება, საქართველოში ექიმების სალიცენზიო გამოცდებს, "გირჩის" წევრი თვლის,რომ ისინი საერთოდ უნდა გაუქმდეს."სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა დღეს როგორც ტარდება, სრული იდიოტიზმია.უნივერსიტეტის დამთავრებიშ შემდეგ მათ დაახლოებით 5000 ტესტს ურიგებენ.გამოცდაზე კი აქედან დაახლოებით 100 ტესტი შეხვდებათ, რაზეც სწორი პასუხის შემთხვევაში, ისინი ლიცენზიას იღებენ.ანუ გამოდის, რომ დაზეპირებული ტესტებით ექიმი ხდები"- ამბობს ექიმი.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულ მოცემულობაში რისი გაკეთება შეიძლება, "გირჩის" წევრი თვლის, რომ აქ რამდენიმე ვარიანტი არსებობს.პირველი ესაა, ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის, სერვისების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ანუ რომ იყოს სხვადასხვა ტიპის კალათები, რომლის ყიდვაც მოხდება.ხოლო მეორე, ადამიანებს ფული ქეშად მისცე  და მესამე ფული სადაზღვეო კომპანიებს მისცე, რათა მათ შემდგომ სოციალურად დაუცველებს მომსახურება გაუწიონ.

ჩემი აზრით, მეორე ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია, ანუ ღარიბებს ფულს აძლევ და ისინი თავად გადაწყვეტენ რა ურჩევნიათ.ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად სისტემის დერეგულაცია მოვახდინოთ.

                                                                                                                                      -მიიჩნევს "გირჩის" წევრი.

მისივე თქმით, პრობლემა ისაა რომ თუ კი ამ საკითხში ადამიანი  ჩახედული არ არის, რთულია მას აუხსნა, ამა თუ იმ პროცესების მიზნობრიობა."მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც დღეს ჯანდაცვის სფეროში ხდება, ძალადობრივი მონოპოლია არის, რაც სერვისის მიწოდების, დაბალ ხარისხს და მაღალ ფასს განაპირობებს"

თუ კი წარმოვიდგენთ, რომ აპენდიციტის ოპერაცია 5000 ლარის მაგივრად  50 ლარი ჯდება, დაიბადება კითხვა ამ ოპერაციას რამდენად პროფესიონალურად გააკეთებენ?ლომინაძე ამბობს, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფასის და ხარისხის მომსახურების მიღება რაც დამოკიდებული, სრულად მომხმარებელზე და მის ბიუჯეტზე იქნება.

რაც შეეხება ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, როგორიცაა პაციენტის გარდაცვალება, "გირჩის" წევრის თქმით, მნიშვნელოვანია სიკვდილის გამომწვევი მიზეზი."ჩემი შეცდომის გამო ადამიანი გარდაიცვალა, თუ მე ჩემს მოვალეობას გადავუხვიე, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია?"მისი თქმით, ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, სამართლიანმა სასამართლომ, ობიექტურ ექსპერტებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს.

ლომინაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსმაც გვიჩვენა, რომ მსგავსი ეპიდემიებიც კი სახელმწიფოს საქმე არ უნდა იყოს, რადგანაც სწორედ "ჭკვიანი ექსპერტების" გამო, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ავღმოჩნდით.ერთი ან რამოდენიმე ადამიანის აზრმა 3 მილიონი ადამიანი სახლში დაგვსვა.მისივე თქმით, სხვადასხვა მიდგომები უნდა ყოფილიყო, ანუ მაგალითად მაღაზიებს, თავად გადაეწყვიტათ, რას მოიმოქმედებდნენ.

რომელიმე მაღაზია მომხრმარებელს პირბადის ტარებას არ მოსთხოვდა, ვიღაც პირიქით, ზოგი მაღაზია კი საერთოდაც დაიკეტებოდა.ასე გამოჩნდებოდა რომელი მეთოდი უფრო გაამართლებდა.

                                                                            -განაცხადა "გირჩის" წევრმა, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები