იაგო ხვიჩია: სანამ სხვები კორონათი ერთობიან, "გირჩმა" გუნდის დაკომპლექტება უნდა დაიწყოს

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუკი კორონა-ისტერიიდან გამოვალთ, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყონ.

მისი თქმით, სანამ სხვები კორონათი ერთობიან, "გირჩმა" გუნდის დაკომპლექტება უნდა დაიწყოს.პირველი ნაბიჯი სწორედ ამ გუნდის შექმნა, შემდეგი ნაბიჯი კი უკვე ვარჯიში იქნება.პოლიტიკოსის აზრით ასევე მნიშვნელოვანია რა არის ამ ყველაფრის მიზანი, გულშემატკივარმა რომ იცოდეს.

ადამიანებმა უნდა იცოდნენ შენს ორგანიზმში რა და როგორ ხდება, ამისთვის კი რაღაც წესები უნდა სრულებდეს.

                                                                                                             -მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი.

ხვიჩია ამბობს, რომ ეს ყველაფერი სერიოზულობას მოიტანს, რადგანაც ფრაქციაში კონკეტული წესები არის, რომელსაც თავად წევრებიც იცავენ.ამიტომ ყველა იმ ადამიანმა, ვისაც "გირჩის" პორტალზე ვინც პოლიტიკოსი აქვს მონიშნული, საჭიროა მათი სივების გადახედვა."ამ შემთხვევაში ვიდეოსივები უფრო კარგი იქნებოდა.ასე ისინი თავს წარმოგვიდგენდნენ და თავიანთი მიზნების შესახებ მოგვიყვებოდნენ"-მიიჩნევს "გირჩის" წევრი.

მე მზად ვარ ადამიანების გარკვეულ ნაწილს დავეხმარო, მთავარია ისინი მოვიდნენ და გაგვეცნონ.ასევე მინდა სხვა ადამიანები, მათზე ვალაპრაკო. 

                                                                                                                                       -აცხადებს პოლიტიკოსი.

მისივე თქმმით, ამგვარად ამ ადამიანებს საზოგადოებაც გაიცნობს.ისინი საზოგადოებისთვის მისაღებები უნდა იყვნენ, რათა მათ მოსახლეობამ ხმა მისცეს."გირჩის" წევრი თვლის, რომ წინასწარი რეცეპტი არ არსებობს და იდეის გაჟღერების შესაძლებლობა ყველას უნდა მიეცეს.

ახალი ადამიანების აღმოჩენა მინდა, რომელსაც სტიმულს მივცემთ, რადგანაც ქვეყანაში ნამდვილი პოლიტიკოსების ნაკლებობაა.

                                                                                               -განაცხადა იაგო ხვიჩიამ, "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები