სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი: ჩვენ პრინციპების დონეზე მკაფიო ხედვა გვაქვს, რაც  რეალურად შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებობაა

"გირჩის" წევრმა ვახო მეგრელიშვილმა, "თავისუფალ ბაზარის" ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ნელ-ნელა ხვდება, შეზღუდვებს რომ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია."ადამიანები მიხვდნენ, რომ ხელისუფლებისთვის ამხელა ძალაუფლების მიცემას ცუდი შედეგები მოაქვს"-ამბობს მეგრელიშვილი.მისივე თქმით, ბევრმა ქვეყანამ უკვე აღიარა, რომ ვირუსთან  შვედეთის მიდგომა, ყველაზე მართებული აღმოჩნდა.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გაჩერდა.ეს კი მთავრობის წისქვილზე წყალს ასხამს, რადგანაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიღებული 3 მილიარდიდან, უმეტეს ნაწილს ისინი წინასაარჩევნოდ დახარჯავენ.

მნიშვნელოვანია როგორ წარმოგვიდგენია, "გირჩი ამ თვეების განმავლობაში, როგორ უნდა მოიქცეს.ჩვენ პრინციპების დონეზე მკაფიო ხედვა გვაქვს, რაც  რეალურად შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებობაა.

                                                                                                                                 -განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პარტიული სიის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყოს."გირჩის" პორტალზე დარეგისტრირებულმა პოლიტიკოსებმა კი, გარკვეული მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რათა საზოგადოების ნდობა მოიპოვონ.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები