სიახლეები

გიორგი სანიკიძე: ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, სრულიად გამჭირვალედ პოლიტიკოსების არჩევა როგორ ხდება

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში, გიორგი სანიკიძემ "გირჩის" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.მისი თქმით, ბევრ გადაუწყვეტელ საკითხზე, პარტიაში ახალი იდეები გაჩნდა.

სანიკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე უნდა დაიწყოს, პარტიული სიის შექმნა.თავდაპირველად სწორედ ამისთვის შეიქმნა "გირჩის" პლატფორმა.ის თვლის, რომ ახლა არის შესაძლებლობა ამ პლატფორმის გამოცდის.

ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, ამ პლატფორმის საშუალებით სრულიად გამჭირვალედ პოლიტიკოსების არჩევა როგორ ხდება, სწორეს ეს არის ჩვენი უპირატესობა.

                                                                                                                                         -ამბობს "გირჩის" წევრი.

მისივე თქმით, დღეს "გირჩის" პორტალზე, 48 პოლიტიკოსია დარეგისტრირებული.თუმცა მნიშვნელოვანია ყველა ეს ადამიანი იაზრებდეს, რომ  პოლიკიტოსს რომ მონიშნავ იქ იღებ, რაღაც ტიპის პასუხისმგებლობას."თამაში კარგია, მაგრამ პოლიტიკოსობა ნიშნავს რომ გაქვს ამბიცია და სურვილი, სხვების ცხოვრებაზე  გავლენა იქონიო"-ამბობს სანიკიძე.

"გირჩის" წევრი ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსები საზოგადოებას უნდა გაეცნონ, რათა პროცესის გასერიოზულება მოხდეს.ის თვლის, რომ ამ ეტაპის შემდეგ ამ სიის ნაწილი გაიფილტრება, რადგანაც ბევრს შეიძლება არ მოუნდეს, ამხელა პასუხისმგებლობის აღება."ასევე კარგი იქნებოდა პრაიმერის ჩატარება, ამ პროცესში ბევრი რამ გამოჩნდებოდა"-განაცხადა გიორგი სანიკიძემ "გირჩი ტივის" ეთერში. 

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები