სიახლეები

აქცია-სეირნობაზე დაკავებული პირებისთვის განაჩენის გამოტანა, 7 მაისამდე გადაიდო

23 აპრილს "გირჩის" მიერ ჩატარებელ აქცია-სეირნობაზე, დაკავებული პირებისთვის განაჩენის გამოტანა, 7 მაისის 16:00 საათამდე გადაიდო.

ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარებულ პროცესზე იქნა მიღებული.ასევე მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა, ბრალდებულ მაგდა დიაკონიძეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები