სიახლეები

"გირჩის" აქცია-სეირნობაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, ამ წუთებში დაიწყო

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით, "გირჩის" მიერ ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე დაკავებული, 3 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს იყო პოლიციის მხრიდან მიზანმიმართული ძალადობა, რომლის მიზანიც იყო სხვა მოქალაქეების დაშინება.

ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იმ არაადამიანური მდგომარეობის, რომელშიც  ჩვენ დღეს ყველა ვიმყოფებით, ამის გაპროტესტება აღარავინ გაბედოს.

                                                                                                                                -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, პროცესი 4 მაისამდე გადაიდო.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები