სიახლეები

იაგო ხვიჩია: წესიერი სასამართლო, პოლიციელების ქმედებების კანონიერებას შეამოწმებდა

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, "მთავარ არხთან" აქცია-სეირონობაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

მისი თქმით,  უკანონო, უსამართლო და ამორალურია ამ ადამიანების დაკავება, რადგანაც ისინი უსამსახუროდ დარჩენას აპროტესტებდნენ.ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად არც მას აქვს იმედი, სამართლიანი პროცესის წარმართვის.

წესიერი სასამართლო რასაც იზამდა არის ის, რომ არამხოლოდ დაჯარიმებაზე უარს კი არ ეტყოდა, არამედ პოლიციელების ქმედებების კანონიერებასაც შეამოწმებდა.

                                                                                                                                          -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, პროცესი 4 მაისამდე გადაიდო.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები