ზურაბ ჯაფარიძე: სახლში დარჩენით ადამიანები შიმშილით დაიღუპებიან, ვირუსი კი არ გაქრება

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, "ტვ პირველის" ეთერში კორონავირუსსა და მთავრობის განცხადებებზე ისაუბრა.

ის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის, იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ვოლსკიმ აღნიშნა, რომ  ოპოზიცია აღარ არსებობს. ჯაფარიძის თქმით,  ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ მთავრობას საშუალება მისცა თავისი რეიტინგი აემაღლებინა, პანდემიის პირობებში, რომელმაც მსოფლიო შიშით მოიცვა.

საზოგადოება, როგორც  მონები სახლში გამოამწყვდიეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, ვოლსკის "ბლატაობის" საშუალება მიეცა.

                                                                            -ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისგან" ყველაფერია მოსალოდნელი. ხელისუფლებას თავისი განადგურებული რეიტინგის ფონზე, რეაბილიტირების საშუალება მიეცა. 

"ისინი შიშით მოცულ საზოგადოებას ვირუსის მხსნელებად მოევლინნენ და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ეს დაიჯერა".

- აცხადებს პოლიტიკოსი.

"გირჩის" ლიდერი თვლის, რომ შეუძლებელია ვინმეს სჯეროდეს, რომ ეს ვირუსი ქვეყანაში მხოლოდ 600 ადამიანს აქვს. ზურაბ ჯაფარიძის აზრით ეს ყველაფერი ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარია.

მთავრობის მიერ გატარებული ზომები ვირუსს  არ და ვერ დააკავებს.ქვეყანაში 600 ინფიცირებულზე ბევრად მეტია. ჩვენ ადამიანებს მასობრივად არ ვტესტავთ, შესაბამისად რეალური სურათი როგორია, არ ვიცით.

                                                                                                                                          -მიიჩნევს პოლიტიკოსი.

ჯაფარიძე თვლის, რომ ღარიბ ქვეყანებში ყველაფერი ერთ დონეზე მუშაობს და შეუძლებელია ჩვენ კონკურენციას განვითარებულ ქვეყნებს ვუწევდეთ.

"სახლში დარჩენით ადამიანები შიმშილით დაიღუპებიან, ვირუსი კი არ გაქრება"

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ამ პანდემიას შეიძლება 4 სახის დასასრული ჰქონდეს:

1. ეს არის ვაქცინის გამოგონება, შემდგომ მისი ტესტირება და თუ კი ის იმუშავებს, მხოლოდ მაშინ გამოყენება (ამას დიდი დროს სჭირდება).

2. ეს არის წამლის გამოგონება, რომელსაც ასევე დიდი დრო სჭირდება.(ასევე დიდია ალბათობა, რომ ის არ იმოქმედებს). 

3. ვირუსი უნდა გაქრეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდეს.

4. ეს არის პოპულაციური იმუნიტეტის (ეგრედწოდებული ჯოგური იმუნიტეტი) გამომუშავება.

ყველაზე ჯანსაღ გამოსავლად პოლიტიკოსი, ჯოგურ იმუნიტეტს მიიჩნევს. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი განაცხადა, რომ პოპულაციური იმუნიტეტი ერთადერთი გამოსავალია  და შვედეთის მოდელი ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.

თავიდანვე შვედურ მოდელს უნდა მივყოლოდით. მოქალაქეს პატივისცემით უნდა მოეპყრო, თუ ასე არ იქცევი, გაქვს მონების საზოგადოება და ის, საიდანაც ჩვენ მოვდივართ.

                                                                                                                                            -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შვედეთის ხელისუფლებამ სწორედ ეს გააკეთა, როდესაც  განაცხადა რომ თავიანთ მოსახლეობას ენდობოდა.  როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ შვედური მოდელი ბევრისთვის მისაღები არ იყო, ნელ-ნელა მის სისწორეს ყველა ხვდება. 

"ადამიანებს სიმართლე უნდა უთხრა და მათ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ესაა გამოსავალი"

-განაცხადა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბების" ეთერში, ზურაბ ჯაფარიძემ.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები