სიახლეები

ზურაბ ჭიაბერაშვილი:მთავრობამ არ გადადგა ის ნაბიჯები, რისი მოლოდინიც გვქონდა

"ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა "პოლიტიკური აგორის" ეთერში, საგანგებო მდგომარეობის შემოღებაში მისი გუნდის მხარდაჭერაზე  ისაუბრა.

პოლიტიკოსი  21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღებაში მისი პარტიის მხარდაჭერას, შეცდომად არ თვლის.მიზეზად კი, ვირუსის შესახებ იმ პერიოდში არსებულ მცირე ინფორმაციას ასახელებს.ამერიკაში ყველა ერთად გეგმაზე მუშაობს, მოსახლეობას როგორ დაეხმაროს.ჩავთვალეთ, რომ მთავრობა მსგავს ნაბიჯებს გადაგამდა.

ამ პერიოდის განმავლობაში კი, მთავრობამ არამცთუ არაფერი გააკეთა, არამედ 24 აპრილამდე საზოგადოებისთვის  სამოქმედო გეგმაც კი არ ყოფილა წარდგენილი.

                                                                                                                                        -მიიჩნევს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებს ჯერ საბოლოო დიაგნოზი არ აქვთ, თუმცა დღეს  ვირუსის შესახებ უფრო მეტი რამ ვიცით.მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა, ინფიცირების სხვადასხვა დონე გამოავლინა.მათზე დაყრდნობით ერთი რამის დადასტურებით თქმა შეიძლება, დაავადებულთა მსოფლიო მაჩვენებელი  ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.შესაბამისად სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი უფრო დაბალია.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ვირუსმა გარკვეული რაოდენობა უნდა დააინფიციროს, რომ თავისი გავრცელების რესურსი ამოწუროს."სანამ ვირუსი გარკვეულ რაოდენობას არ მიღწევს, ის არ გაქრება.ამ პერიოდში უნდა ვიღოთ მობილიზებულები, მაგრამ არა ჩაკეტილები"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი.

ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება, რადგანაც ის  არ გაქრება და მისი გავრცელებაც არ შეწყდება.მთავარია დავიცვათ რისკ ჯგუფები და რეკომენდაციები დავიცვათ, რათა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ მოხდეს.

                                                                                                                                             -ამბობს პოლიტიკოსი.

რადგანაც მისი აზრით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული.ამის ნათელი მაგალითია, რომ ასეთ დაბალ დატვირთვაზე, ექიმებში ვირუსის მაღალლი ავადობააა.თუ სისტემა უფრო მეტად დაიტვირთება, ხარვეზებიც შესაბამისად  უფრო მეტი იქნება.

 "ევროპული საქართველოს" წევრი თვლის, რომ მთავრობის ქმედებები ბევრ ნაწილში აბსურდული და დაუსაბუთებელია.ხელისუფლება ფეისბუქის განწყობის მიხედვით მოქმედებს."თუ საზოგადოება  გახსნას მოთხოვს, ეს მოხდება.ჩვენ თუ სათანადოდ აქტიურები ვიქნებით, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს"-განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

                                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები