სიახლეები

მაგდა დიაკონიძე: უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის შეჩერებას არ ვაპირებ

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში მაგდა დიაკონიძემ, რომელიც "გირჩის" მიერ ჩატარებულ აქცია-სეირნობის დროს დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთია, ოპოდრომზე მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა.

დიაკონიძე იხსენებს, რომ  პროტესტის ტალღას მიყვა, ჩათვალა რომ იქ ადამიანების დაჯარიმება უსამართლობა იყო.ერთ-ერთმა გამვლელმა რომელმაც უბრალოდ დაინახა ეს მოვლენები აქციაში ჩართვა გადაწყვიტა.მთავრობისკენ მიმართული რეპლიკის გამო, საპატრულო პოლიციამ მისი წაყვანა გადაწყვიტა, რასაც ის გამოესარჩლა, ამის შემდეგ ისიც დააპატიმრეს.

უსამართლობაა ვიღაცას რეპლიკის გამო რომ იჭერენ, პოლიციელებს კი ნებისმიერი შეურაწყოფის მიყენების უფლება აქვთ, ეს ორმაგი სტანდარტია.

                                                                                                                                            -აცხადებს დიაკონიძე.

ის თვლის, რომ უსამართლობაა ერთი ადამიანის შიმშილისთვის გაწირვა, მეორის ჯანმრთელობის ხარჯზე.არჩევანის თავისუფლება უნდა არსებობდეს.მეგობრებმა მერიას კონპენსაციია იმიტომ  მოთხოვეს, რომ ასეთ სიტუაციაში სწორედ ხელისუფლების ქმედებების გამო აღმოჩდნენ.მისი თქმით,  იმ დღეს ძალიან ბევრ ადამიანის უნდოდა აქციაზე ყოფნა, რადგანაც იგივე პრობლემების წინაშე უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დგას.მათი ნაწილი ტრანსპორტის აკრძალვის, ნაწილი კი შიში გამო ვერ მოვიდა.

ხალხს ეშინია თავისუფლების, ამიტომ ურჩევნიათ მთავრობას ენდონ.ადამიანები ერთმანეთთან საუბრის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, ასე მტყუან-მართალსუფრო მარტივად გავიგებთ.

                                                                                                                                              -მიიჩნევს დიაკონიძე.

მისი აზრით, პანიკაში მყოფი ადამიანები სიტუაციას ვერ აკონტროლებენ, ამიტომ რეალურ სურათსაც ვერ ხედავენ.სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, მთავრობის  და პოლიციის ქმედებებს ამართლებს."როდესაც მანქანაში ერთ-ერთ პოლიციელს ველაპარაკებოდი,  მივხვდი რომ მათ ჩვენი ესმით, მაგრამ ამავდროულად ფიქრობენ რომ სწორედ იქცევიან.ამიტომ ისინიც ამ სისტემის მსხვერპლნი არიან"-თვლის დიაკონიძე.

"გირჩი ტივის" ეთერში, მაგდა დიაკონიძემ განაცხადა, რომ ციხისაც არ ეშინია და  უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის შეჩერებას არ აპირებს.მისი აზრით, ციხეზე უარესი ისაა რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

შეგახსენებთ, რომ ''გირჩის" მიერ, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით ჩატარებულ აქციაზე, დაკავებული  3  პირის სასამართლო პროცესი, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 4 მაისამდე გადადო.                                                                                                            

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები