სიახლეები

დასკუ ჩარკვიანი: ხელისუფლების მიზანი აქციის დაშლა იყო, რა მეთოდებით ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა

"გირჩის" მიერ ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, დასკუ ჩარკვიანმა "თავისუფალი ბაზრის" ეთერში, აქციაზე მისვლის მიზეზებსა და იქ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით,  პროტესტის გრძნობა მას ბავშვობიდან მოყოლებული ჰქონდა."გირჩის"  შესახებ რამოდენიმე წლის წინ გაიგო, მიხვდა რომ პარტიის იდეებს სრულად იზიარებდა.ხოლო უშუალოდ პროცესებში, აქტიურად "გავრილოვის ღამის" შემდეგ ჩაერთო.

კორონავირუსის პანდემიამდე ის და თავის მეგობარი, მაგდა დიაკონიძე სასტუმროში მუშაობდნენ.საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კი ორივე სამსახურიდან გაანთავისუფლეს.შემოსავლის გარეშე დარჩნელმა მეგობრებმა ქ.თბილისის მერიას დახმარების თხოვნით მიმართეს.თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო.

ჩარკვიანი ამბობს, როდესაც მათ "გირჩის" აქცია-სეირნობის შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს სეირნობას  შეერთებოდნენ და თავიანთი პროტესტი გამოეხატათ.

ჩვენ დისტანციის სრული დაცვით  ვსეირნობდით და არანაირ კანონს არ ვარღვევდით.უბრალოდ ამ ფორმით ვცდილობდით ჩვენი ხმა ხელისუფლებისთვის მიგგვეწვდინა.მათ კი დახმარებას ნაცვლად, 3000 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს.

                                                                                                                                                   -ამბობს ჩარკვიანი.

როდესაც არეულობა დაიწყო, მაგდა პატრულის თანამშრომლებს ეკითხებოდა, მონაწილეები სად და რატომ მიჰყავდათ.სწორედ ამ კითხვების გამო ის დააკავეს."როდესაც ადამიანი ქალს ასე არაადამიანურად ექცევა, არ მაქვს უფლება იდიოტო დავუძახო?"ის თვლის, რომ ხელისუფლების მიზანი აქციის დაშლა იყო, რა მეთოდებით ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.მისი თქმით, ეკლესიებთან შედარებით, ოპოდრომზე აქცია-სეირნობის მონაწილეები, უფრო მეტად წესების დაცვით სეირნობდნენ."კანონი იმისთვისაა კანონი, რომ ის ყველასთვის ერთი უნდა იყოს.მთავრობა საპატრიარქოს ვერ, მაგრამ ჩვენ მოგვერია"-აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, მათ ჩვენ სამსახური არ დაეკარგათ,  მაინც გააპროტესტებდნენ იმ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება."ადამიანებმა თავინთ პრობლემებზე საუბარი უნდა ისწავლონ.რამე თუ არ მოგვწონს, თავად   უნდა შევცვალოთ და არა მთავრობის იმედზე ვიყოთ.მთავარია მე არ დამემართოს სხვას სად წაათრევენ ეგ ჩემი პრობლემა არ არის, საზოგადოება ამ განწყობით არ უნდა იყოს"-მიიჩნევს ჩარკვიანი.

ადამიანები როდესაც რაღაცას აპროტესტებენ ესეიგი პრობლემა მართლა არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხით იპოდრომზე არ წავიდოდი..

                                                                                                                                    -მიიჩნევს დასკუ ჩარკვიანი.

ის ამბობს, რომ ვირუსისგან დაზარალებული ადამიანების ფეიჯი გააკეთა.სადაც სურდა ადამიანებს, თავიანთ პრობლემებზე ღიად ესაუბრათ.თუმცა შიშის ფაქტორის ფონზე, ადამიანებმა დუმილი არჩიეს."მთავრობის წინააღმდეგ წასვლა პრაქტიკულად არავის უნდა.ეს ყველაფერი კი, მთავრობის წისქვილზე წყალს ასხამს.მათ ხალხის გასაკონტროლებლად პანიკა  და შიში დათესეს"-განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, დასკუ ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ ''გირჩის" მიერ, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით ჩატარებულ აქციაზე, დაკავებული  3  პირის სასამართლო პროცესი, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 4 მაისამდე გადადო.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე


 

კომენტარები