ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანების შიმშილში სალომე ზურაბიშვილიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც მთავრობა

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან საგანმანათლებლო აქციას მართავს ბანერით ხელში, რომელზეც, ილფის და პეტროვის ცნობილი ნაწარმოებიდან "12 სკამი" ამონარიდია: "je n'ai mange pas six jours - ექვსი დღეა რაც არ მიჭამია".

- "ეს სიტყვები დაწერილია ისეთივე დამტვრეული ფრანგულით, როგორი ქართულითაც გვესაუბრება სალომე ზურაბიშვილი" -ამბობს ჯაფარიძე.

მე აქ იმ ადამიანების მაგივრად ვმათხოვრობ, რომლებიც დღეს შიმშილობენ. ვისაც თავისი თავმოყვარების გამო, არ შეუძლია სამათხოვროდ  გასვლა.

                        - ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს. ის ადამიანები კი, რომლებიც დანაზოგზე ცხოვრობენ, თვლიან, რომ  მათ ეს არ შეეხებათ და ხვალ მდგომარეობა შეიცვლება. სინამდვილეში კი ეს არ მოხდება.

ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ მდგომარეობამდე, ხელისუფლების უაზრო ქმედებებმა მიიყვანა, რაშიც სალომე ზურაბიშვილიც დამნაშავეა.

ეს ქალი, აქ დასასვენებლად ჩამოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა კი ის პრეზიდენტად დასვა. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისიც დამნაშავეა ყველაფერში, რაც დღეს ხდება.

-განაცხადა ჟურნალისტებთან "გირჩის" ლიდერმა.

ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები