სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ანტიკრიზისული გეგმა უბრალო გრაფიკია საზოგადოების ნეგატიური განწყობის ჩასახშობად

"ტვ პირველის" ეთერში, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ხელისუფლების მხრიდან უკრაინიდან ელჩის გამოწვევასა და მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე შვიდი წელია, ქვეყნიდან გაქცეულია და თუ მთავრობა მის მიმართ რაიმე ღონისძიებების გატარებას აპირებდა, მაშინ ამდენი წლის განმვალობაში მათ შეეძლოთ დაემტკიცებინათ უკრაინისთვის მისი ექსტრადაციის საკითხი.

"თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან სიტუაცია აწყობდათ''-მიიჩნევს "გირჩის" ლიდერი.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, ეს მისი გადასაწყვეტია.

ის ისტერია რაც დღეს "ქართულმა  ოცნებამ" შექმნა ჩვეულებრივი მასკარადია და იმედია, რომ ისინი დაფიქრდებიან და უფრო ღრმად არ შეტოპავენ

                                                                                                                                                -ამბობს ჯაფარიძე

პოლიტიკოსმა ასევე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისული გეგმაზე ისაუბრა.მისი აზრით, სინამდვილეში ეს არანაირი გეგმა არ არის, უბრალოდ გამოქვეყნებული გრაფიკია, რომელიც  საზოგადოებაში დაგროვილი ნეგატიური განწყობა უნდა ჩაახშოს. ასევე ხელისუფლებას სურს, პოლიტიკური პროცესების ნაცვლად, ადამიანები ვირუსზე  ფოკუსირებულები იყვნენ.

არ მჯერა, რომ ეს განრიგირი შესრულდება, თუ ქვეყანაში  ინფიცირებულთა სწრაფი მატება იქნება, ხელისუფლება ისევ სახლში გამოგვკეტავს, ჩვენზე ზრუნვის მოტივით.

                                                                                                                                 -მიიჩნევს "გირჩის" ლიდერი.

მისივე თქმით, ამ გზას მიზანი არ გააჩნია, ყველას კარგად ესმის, რომ 22 მაისს ვირუსი არ გაქრება და არც ვაქცინა შეიქმნება.ერთადერთი ვარიანტია, საზოგადოებამ ჯოგური იმუნიტეტი შეიმუშაოს.რისკ ჯგუფში მყოფი ადამანების მაქსიმალური იზოლაცია უნდა მოხდეს, ხოლო დანარჩენებმა, რეკომენდაციების დაცვით,  ჩვეულ რიტმში ცხოვრება უნდა განაგრძონ.

"გირჩის" ლიდერის აზრით, სხვა შემთხვევაში, რაც უფრო დიდი ხანი ვიქნებით სახლში, მით უფრო ადამიანი მოკვდება შიმშილით და როდესაც ადამიანები მასიურად გარეთ გამოვლენ, ისინი ვირუსით მაინც დაინფიცირდებიან.  

ეს არის ის გზა რომელიც უნდა ავირჩიოთ.დღეს რასაც გვეუბნებიან, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ, რომლითაც ხელისუფლება ქულების დაწერას ცდილობს.

                                                                                       -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ,"ტვ პირველის" ეთერში.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები