სიახლეები

ხვიჩია: ვოლსკი ნაცმოძრაობის დროსაც პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო

"პალიტრა ნიუსის" ეთერში, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ  მთავრობის შეფასებებსა და ექიმებზე ისაუბრა.

 გია  ვოლსკიმ "გირჩის" დღევანდელ აქცია-სეირნობას დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება უწოდა და პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერად გამოაცხადა.უმრავლესობის წევრის ამ განცხადებას პოლიტიკოსი გამოეხმაურა.

ჩემსა და მას შორის "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის წარმომადგენელი ის უფროა, იმიტომ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გია ვოლსკი  პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. ხოლო "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "გირჩს" იმ დრაკონული გადაწყვეტილებებისთვის, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა, მხარი არასოდეს დაუჭერია. 

- აღნიშნა ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, კორონავირუსის სპეციალისტი ადამიანი, 6 თვის წინ სამყაროში არ არსებობდა.დღეს კი ყველანი სხვადასხვა რეკომენდაციებს ვისმენთ.მათი ნდობა კი. ცვალებადობის გამო  არ შეიძლება, მიიჩნევს პოლიტიკოსი.

ხვიჩიას აზრით,  დღეს ექიმებზე უფრო მნიშვნელოვანი როლი ექთნებს უკავიათ.'

"იმ ექიმებს, რომლებმაც ბოლნისი-მარნეულის ჩაკეტვას ხელი შეუწყვეს, როგორ უნდა ვენდოთ ასეთ ადამიანებს?ქვეყანაში ექიმების რეკომენდაციით სრული სიგიჟეები ხდება''.

- ამბობს ხვიჩია "პალიტრანიუსის" ეთერში.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები