სიახლეები

იაგო ხვიჩია: დღეს ქვეყანაში ვირუსთან ბღძოლის იარლიყით ,  სრული ტირანია მკვიდრდება

"ტვ კავკასიაზე" დავით აქუბარდიასთან გადაცემაში, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე  და დაკავებულ მონაწილეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ორი გოგო რომელიც დააკავეს, გირჩის აქტივისტია. მიზეზი რატომაც ისინი აქცია-სეირნობაზე იყვნენ, არის ის რომ  ის  ეს ადამიანები ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამსახურის გარეშე დარჩნენ, რაც  ფაქტიურად ლუკმა-პურის გარეშე დარჩენის ტოლფასია.მათ გადაწყვიტეს თავიანთი პრობლემები, "გირჩთან" ერთად სეირნობით გაეპროტესტებინათ.

ამ გოგოებს კი პოლიციამ ჯერ 3000-3000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, შემდეგ კი  გაბრაზებულზე  იდიოტოს დაძახების გამო ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს შემდეგ კი სასამართლო მოუწყვეს

                                                                                                           -განაცხადა ''გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

 ''პოლიციელები (კაცები), რომლებიც ასე ექცევიან ქალებს, იმ ადამიანებს რა ჰქვიათ?ბიძინას ხომ არ უთქვამს პოლიციელებისთვის ქალებს, რომ  ასე მოქცეოდნენ?დღევანდელი დღე სისტემას სამარცხვინო ლაქად დაეტყობა''-ამბობს ხვიჩია.მისივე თქმით, "გირჩი'' არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ისინი უბრალოდ  უსამსახუროდ და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს იცავენ. რადგანაც მისი აზრით,  დღეს ქვეყანაში ვირუსთან ბღძოლის იარლიყით ,  სრული ტირანია მკვიდრდება.  

საკუთარი ჯარიმა არ მაღელვებს, მაგრამ  საპატრულო მანქანაში გვერდზე ადამიანი მეჯდა, რომელიც  უბრალოდ ექიმის რეკომენდაციით სუფთა ჰაერზე სეირნობდა.მასაც რათქმაუნდა 3000 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს

                                                                                                                                               -ამბობს ხვიჩია.

დავით აქუბარდიასთან ინტერვიუში, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე პარტიაში ფიქრობენ.ასევე უახლოეს მომავალში "გირჩი''  საპროტესტო  აქციის გამართვას, განსხვავებულ ფორმატში აპირებს.'' გვსურს ადამიანებმა, თავიანთ სადარბაზოსთან გამოსვლით და ვიდეოს ჩაწერით, პროტესტის მინიმალური ფორმა გამოხატონ''-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ ჩატარებულ აქციაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, პროცესი 4 მაისამდე გადაიდო.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები