სიახლეები

ჯაფარიძე: მთავრობებს ყოველთვის ფოკუსირება ურჩევნიათ, იმაზე რაც დღეს ხდება

''გირჩის'' ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე, პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ ზარალზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

''სიცოცხლე vs ეკონომიკა

‘რა დროს ეკონომიკაა, ხალხი იხოცება! ნახე რა ხდება იტალიაში!’

‘როგორ შეიძლება ეკონომიკაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება ასეთი არაჰუმანური იყო, ხალხი კვდება, ხალხი!’

ნახავდით/მოისმენდით ამ ან მსგავს ფრაზებს კორონას პანდემიასთან და თითქოს მის შესაკავებლად შემოღებულ ძალადობრივ წესრიგთან მიმართებაში.

ასეთი ფრაზებით სინამდვილეში თქვენს ემოციებზე თამაშობენ - იყენებენ თქვენს ნაკლებ ინფორმირებულობას და გიბიძგებენ მათთვის სასურველი პოლიტიკის მხარდაჭერისკენ.

‘აგდება’ ჰქვია ამას - გაგდებენ.

არ არსებობს არანაირი არჩევანი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის.

რეალურად სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლე დევს.

უბრალოდ ერთ პინას ვხედავთ - ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვს ყოველდღე გვთხრიან თვალებში, რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტების კადრების თანხლებით.

მეორე პინას უმრავლესობა ვერ ხედავს.

მეორე პინაზე დევს სიცოცხლეები, რომლებიც დროზე ადრე შეწყდება:

- შიმშილის გამო

- საკვების უკმარისობის და ამით გამოწვეული დაავადებების გამო

- ბანძი ხარისხის საკვების რეგულარული მიღების და აქედან გამომდინარე დაავადებების გამო

- ჯანდაცვის მომსახურების შესაძენი ფულის არ ქონის გამო

- წამლების ფულის არ ქონის გამო

- ნერვიულობის, სტრესის, აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო

- რისკიანი შრომის პირობების გამო

- დაბინძურებული ჰაერის და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო

- განათლების დაბალი ხარისხის, აქედან გამომდინარე ცხოვრების დაბალი დონის გამო

- სიღარიბეში დიდხანს დარჩენის გამო - სიღარიბე განაპირობებს ყოველივე ამას.

და ა.შ. და ა.შ. გაგრძელება და ლოგიკური ჯაჭვების გაბმა სიღარიბიდან სიკვდილამდე უსასრულოდ შეიძლება.

სიცოცხლეა ორივე მხარეს

ადამიანი რომელიც აყენებს საკითხს, თითქოს არჩევანია გასაკეთებელი ვირუსისგან გადარჩენილ სიცოცხლესა და რაღაც სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანს შორის, კარგ შემთხვევაში ვერ ერკვევა საკითხში რადგან ამაზე სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულა.

ხოლო, ცუდ შემთხვევაში ჩვეულებრივი იდიოტია, რომელიც მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, საკითხის მიზანმიმართულად დამახინჯებით - თითქოს მას ადარდებს ადამიანების სიცოცხლე, ხოლო ვიღაც უგულოს რაღაც ნაკლებად ღირებული, მატერიალური.

პოლიტიკოსებს და მთავრობებს ყოველთვის ურჩევნიათ ფოკუსირება იმაზე, რაც ხდება დღეს და რაც ჩანს, ვიდრე იმაზე რაც მოხდება მომავალში და რაც უმრავლესობისთვის არ ჩანს (მათ ნაწილს ამის დანახვის უნარი სამწუხაროდ არც აქვს).

განსაკუთრებით მაშინ თუ დღევანდელი სურათით შეუძლიათ დაგაშინონ, პანიკაში ჩაგაგდონ, და შემდეგ გმართონ ისე როგორც მოუნდებათ და იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დათესილი პანიკა მისცემს შესაძლებლობას.

ჯერჯერობით ფიქრობენ რომ კარგად მიდიან

ამიტომ გადაგვიწიეს ვადა 22 მაისამდე

ფასი სიცოცხლის წლებია, რომელსაც გადავიხდით ჩვენ ყველა, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, სიღარიბეში უფრო ღრმად ჩაფლობის გამო.

ვიღაცეებმა, ჩვენზე ჭკვიანებმა, სადღაც ზემოთ აწონეს და ეგრე გამოვიდა - ჩვენი სიცოცხლის წლები უფრო იაფი გამოვიდა''-წერს ჯაფარიძე.

კომენტარები