სიახლეები

ხვიჩია: სახელმწიფომ თავისი ინტერესების გამო, ერთი ადამიანის ტრაგედია ფეხებზე არ უნდა დაიკიდოს

''ტვ პირველის'' ეთერში, ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, კორონავირუსის პანდემიასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. 

ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში სადაც აქამდე არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობდა, საზოგადოებამ, რომელიც მთავრობას პრაქტიკულად არაფერში ენდობოდა, სრული ამორალურობა მოითხოვა, რომელიც მათი ნება-სურვილით ხელისუფლებამ დაუშვა.

ხელისუფლებამ სახლში კურდღლებივით  გამოგვკეტა და ჩვენ ამის კურთხევა  მაშინ გავეცით, როდესაც, უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების კარანტინში, ფაქტიურად ციხეში გაშვების უფლება მივეცით.რაც მათი თავისუფალი ნების წინააღმდეგ იყო ჩადენილი

                                                                                                               -მიიჩნევს ''გირჩის'' ერთ-ერთი ლიდერი.

მისი აზრით, ის ქმედებები რაც სახელმწიფომ განახორციელა, მაგალითად სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების იძულებითი წესით  გამოკეტვა, სრული სიგიჟე იყო. რადგან იმ ადამიანებს ვისაც შეიძლებოდა არაფერი მოსვლოდა, იმის გამო რომ სხვა ისინი რისკ ჯგუფში მყოფ პირებთან ერთად კარანტინში მოხვდნენ, ვირუსით დაავადნენ. იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემთხვევაშიც იგივე მოხდა.ამ ქვეყნებში  მკაცრი კარანტინის პირობებში დაავადების ნიშნული პიკზე ავიდა.

კარანტინის პირობებში იმუნიტეტი კვდება და ვირუსთან ბრძოლა ბევრად უფრო რთული ხდება.ერთი ადამიანის ტრაგედია სახელმწიფომ, თავისი ინტერესების გამო ფეხებზე არ უნდა დაიკიდოს

                                                                                                                                            -ამბობს პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, იმის გამო რომ ქვეყანაში  დღეს ვირუსია, ყველა მოქალაქე პოტენციური ეჭვმიტანილიაექიმები კი, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან, პრაქტიკულად არაფერი იციან მტერზე, რომელსაც ესე თავგამოდებით ებრძვინ. პოლიტიკოსის თქმით, მაშინაც კი როდესაც მსოფლიომ სხვა ვირუსებზე, უფრო მეტი რამ იცოდა, მაშინაც კი მათ მსგავსი ტაქტიკა არ აურჩევიათ.

 ქვეყანაში სრული უნდობლობის ფონზე, ექიმების რეცეპტით ხელისუფლებამ ყველაფერი აგვიკრძალა და გვითხრა, რომ ამ დაავადებას თავისუფლების აღკვეთა უხდება

                                                                                                                                               -განაცხადა ხვიჩიამ.

''გირჩის'' წევრი ამბობს, რომ ეს ახალი ვირუსია, რომლის შესახებაც ნახევარი წლის წინ არავინ არაფერი იცოდა. ჩვენი "გმირი" ექიმები, კი გვთავაზობენ რეცეპტს, რომელიც რეალურად არ არსებობს. მან კორონავირუსის წინააღმდეგ ქართველი ექიმების მიერ გამოყენებული წამალი გაიხსენა, რომლის გამოყენებაზეც მსოფლიოში შემდეგ სკანდალი იყო.

ხვიჩიას აზრით, სახელმწიფოს პირველი მოვალეობააა, კრიზისულ სიტუაციებში სწორედ მოიქცეს.

''ყველას უნდა, რომ ეპიდემიის დროს რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაიღუპოს, თუმცა შეუძლებელია ეს ნიშნული ნულის ტოლი იყოს''-მიიჩნევს ''გირჩის'' წევრი.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ არსებობს ორი სახის მიდგომა, ერთის მიხედვით ხალხი გიჟია და ხელისუფლება ბრძენი მწყემსია.ამ შემთხვევაში ადამიანის ნება ნაკლებად მნიშვნელოვანიადა  მწყემს სახელმწიფოს აქვს უფლება მათრახი დაგარტყას. მეორე ვარიანტში ადამიანებს თავად უკეთ ესმით როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე. სახელმწიფო კი რაციონალურს გადაწყვეტილებებს იღებს.მისი თქმით, რომელმა მეთოდმა უკეთ იმუშავა ამას დრო აჩვენებს.

ხვიჩია ლოზუნგის ''დარჩი სახლში'' წინააღმდეგია. ის შვედეთის გზას აირჩევდა, გააუქმებდა ყველა შეზღუდვას, რომელიც ძალადობაზე არის დაფუძნებული.იგი ასევე საზოგადოებას აუხსნიდა,  იმ რეკომენდაციების აზრს, რაც ყველასთვის გასათვალისწინებელია და ნამდვილად მუშაობს.''ადამიანები, რომლებიც  გამიზნულად  ცდილობენ სხვები დაავადონ, დამნაშავეები არიან''-ამბობს ხვიჩია.

ის რაც ჩვენ ვითომ ვირუსის პრევენციისთვის გავაკეთეთ არასწორია. ვირუსის შიშით ჩვენ საზოგადოებრივი მორალი მოვარღვიეთ, როდესაც გაციებული ადამიანების მკურნალობის პროცესში პოლიცია ჩავრიეთ

                                                                                                                                     -ამბობს ''გირჩის'' წევრი.

მისივე თქმით, ცალკეა ეკონომიკის საკითხია  ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც უკვე ძალიან რთული გამოწვევების წინაშეა. საქართველოში ადამიანებს თვიდან-თვემდე თავი, ისედაც  ძლივს გააქვს. ამ ხალხს, რომელიც შიმშილის ზღვარზეა,  დარჩი სახლშის ვეუბნებით.''მე არ მეპარება ეჭვი, რომ მედიცინის წარმომადგენლებს ადამიანების გადარჩენა სურთ, მაგრამ ეს სხვა ადამიანების შიმშილზეარ უნდა გადიოდეს, განა ეს მორალურად სწორია?''-აცხადებს ''გირჩის'' წევრი.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ვირუსი ძირითადად ასაკოვან და რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს ერჩის და სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვისთვის, ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა.

''ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობით გარისკის უფლება უნდა მივცეთ.განა  გრძელვადიან პერსპექტივაში რა მომავალი გვაქვს?საგანგებო მდგომარეობის მოხსნა, განა ვირუსის გაქრობას უდრის?''-განაცხადა ვახო სანაიას "დღის ამბების'' ეთერში, იაგო ხვიჩიამ.

                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

 

 

 

 

 

კომენტარები