სიახლეები

ჯაფარიძე: ხელისუფლებას დაპირების შესრულების შანსი ოქრუაშვილის დაჭერის პირობებშიც აქვს

''პოლიტიკური აგორის'' სტუმარმა, ''გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს გამოეხმაურა, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს უცხოელი პარტნიორებიც ესწრებოდნენ და სწორედ ისინი ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი პოლიტმატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. კერძოდ კი საუბარი იყო ოთხ პირზე: ირაკლი ოქრუაშვილზე, გიგი უგულავაზე, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანზე. ჯაფარიძე ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლება აღებულ ვალდებულებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე,უარყოფს.

''გირჩის'' ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ პირობებშიც კი აქვს შანსი, დადებული პირობა შეასრულოს - ირაკლი ოქრუაშვილის საქმე, პრეზიდენტთან შეწყალებაზე უნდა წავიდეს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა, ოპოზიცია იგივე განწყობით იქნება, როგორზეც მოლაპარაკებამდე იყო.

თუკი ირაკლი ოქრუაშვილი უახლოეს პერიოდში საპატიმროს არ დატოვებს, ეს ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი გადაგდება იქნება

                                                                                                                        -აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას დღეს საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები