სიახლეები

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

"გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. 

კომენტარები