სიახლეები

კრიზისის ბოლოს ყველა ლიბერტარიანელი ვიქნებით

ბოლო რამდენიმე კვირა კარგი დრო აღმოჩნდა იდეოლოგიური მსოფლმხედველობების გადასახედად. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველაფერი შეიცვალა გლობალიზაციის დასასრულიდან კაპიტალიზმის გაუქმებამდე. ამბობენ, რომ ნისლის გაფანტვის შემდეგ ის ყველაფერი, რასაც აქამდე გვიმტკიცებდნენ, გამართლდება.  

ერთ-ერთი ამ ექსპერტთაგანი, მუშათა კავშირის ყოფილი ლიდერი ჯერემი კორბინი თვლის, რომ შექმნილი მდგომარეობა მისი პოლიტიკური რეცეპტების სიმყარეს ამტკიცებს და ამბობს, რომ კრიზისის საპასუხო ქმედებებით საზოგადოებამ სოციალიზმის უებარი წამალი მიიღო, რომელიც არც ისეთი მტანჯველი აღმოჩნდა, როგორც ბევრს წარმოედგინა. 

მემარცხენეებისგან ისმის იდეები, რომ კორონავირუსი მათთვის ახალი „ოვერტონის ფანჯრის“ ძიების გზაა, რომელიც მინიმალური შემოსავლისა და უცვლადი (პერმანენტული) რაციონალიზმის იდეებს რეალობაში განხორციელებამდე მიიყვანს. ამ იდეოლოგიის მიმდევრების უგუნურება კორონას კრიზისის დროსაც მყარია და კვლავ მიაჩნიათ, რომ მუდმივ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა ვერ აცნობიერებენ იმას, რომ იმ რადიკალურ ზომებზე დათანხმებით, რაც ამ ვირუსის დასამარცხებლადაა საჭირო, მსხვერპლად ინდივიდის თავისუფლებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს ვწირავთ.

რაც შეეხებათ კონსერვატორებს, სხვადასხვა კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავიანთ ისტორიაში პოპულარობის პიკს აღწევენ. მაგრამ COVID-19-ს მხოლოდ კონსერვატორები არ ხედავენ შესაძლებლობების ღია ფანჯარად. 
მათთან ერთათ გააქტიურდნენ ძიძა სახელმწიფოს თეორიის ფეტიშებიც, რომელთაც სჯერათ, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, ადამიანები დიდი ალბათობით აღარ დაინტერესდებიან, მაგალითად, „შაქრის გადასახადის“ მსგავსი უმნიშვნელო და ტრივიალური საკითხებით. დადებითად ხედავენ იმ ფაქტს, რომ ინდივიდები, თავადვე დათანხმდნენ პიროვნულ დამოუკიდებლობაში ჩარევაზე და რომ მთავრობის მიერ თავისუფლებაში ინტერვენცია, შანსია თაობებს ასწავლოს ის, თუ როგორ გადანაწილდეს  ძალაუფლება ინდივიდებიდან და კერძო სექტორიდან თანაბრად მთავრობაზე. 

ტრადიციული მემარჯვენე და მემარცხენე პოლუსიდან რეორიენტაციის შემდეგ ახალი დილემის წინ დავდექით: რა სარგებელი მოაქვს მთავრობას? 

რკინიგზის ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობის ინვერსია, მომავალი პროცესების სარკეა და იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა აქტიურად დაიწყებს ბაზრის ფორმირებას ინოვაციების საზოგადოებრივი „სიკეთისკენ“ წარმართვისთვის, თუმცა კეთილდღეობისგან, მოგებისგან შორს. 

ინდივიდებს შორის ჩამოყალიბდა, გამოიკვეთა ორი საპირისპირო მოსაზრება:

ადამიანების ერთი ნაწილისთვის უსაფრთხოება პერსონალურ თავისუფლებაზე წინ დგას, ამიტომ მათთის მისაღებია საყოველთაო კარანტინი და პოლიტიკოსებს დესპოტური წესების მიღებისკენ მოუწოდებენ, ისეთისკენ, როგორიცაა საკუთარ მანქანაში ადამიანების რაოდენობის კონტროლი და მსხდარი მგზავრების „სწორად“ გადანაწილება, კომენდანტის საათის დაწესება, ჯგუფურად შეკრებილი ადამიანების რაოდენობის კონტროლი და ა.შ. ადამიანების ეს კატეგორია, გმობს მეორე ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას მთავრობის მზარდი ძალაუფლების მიმართ და მათ იმ ეგოისტ ინდივიდუალისტებად მოიხსენებს, რომლებიც სახლიდან გამოსვლითა და ადგილობრივ პარკებში სეირნობით საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. 

კენჭისყრის შედეგებს რომ დავრდნობოდით, ვიტყოდით, რომ სიმართლე, სადღაც, შუაშია. კრიზისის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, მთავრობა  რეიტინგის 65%-მდე ზრდას ელოდებოდა, მაგრამ პირიქით, 52%-მდე შემცირდა. ჯანმრთელობის მინისტრის მეთ ჰენქოქის რეიტინგი 33%-იდან 22%მდე დაეცა. აშკარაა რომ ბრიტანული საზოგადოებრივი დაკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე, მზარდია. ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი საჯარო სივრცეში შეზღუდვების გაგრძელებაზე. თანაც, მოსალოდნელია, რომ საზოგადოებრივი დაღლილობა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო გამწვავდება, თუ მთავრობა მწვანე სივრცეებსაც მასობრივად დაკეტავს. 

კრიზისის მცდარი გადაწყვეტის გზები ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ერთ-ერთი არასწორი გადაწყვეტილების მკაფიო მაგალითია „ეროვნული ჯანდაცვის სერვისის“ (National Health Service) „ინგლისისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ (PHE) ორგანიზაციების სახიფათო პოლიტიკა „უბრძანე და აკონტროლე“, რაც კერძო ლაბორატორიების ცენტრალიზებულ ტესტირებაზე დაქვემდებარებას გულისხმობს. ბრიტანეთის მთავრობის, სწორედ, ამ შეცდომის შედეგია ის, რომ OECD-ის (ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 34 ქვეყნიდან, ჩატარებული კვლევების მიხედვით, 26-ე ადგილზეა.

მთავრობა და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციები, ყველა რესურსს, კერძოს თუ საჯაროს, ცენტრალიზირებული მმართველობას უქვემდებარებენ, რითაც ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების სიცოცხლესა და გახანგრძლივებული კარანტინით გამოწვეულ ეკონომიკურ კატასტროფას მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ.

ბრიტანეთის საპირწონედ, აშშ-ის დაავადებების კონტროლის ცენტრმა სწრაფად უკუაგდო ტესტირებების ცენტრალიზება, რითაც ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა გეომეტრიული სისწრაფით გაიზარდა. 

კერძო სექტორი არა მხოლოდ ცენტრალურ როლს შეასრულებს ჩვენი საგანგებო მდგომარეობიდან ამოყვანაში, არამედ დაგვაბრუნებს ნორმალურ პოსტ-კრიზისულ სიტუაციაში. 

სიმდიდრის სავარაუდო შემცირება მშპ-ს 10%ია, პოტენციურად 15%, თუ ლოქდაუნი იმაზე დიდხანს გასტანს, ვიდრე დასაწყისში ვარაუდობდნენ. სამთავრობო ხარჯები პიკს აღწევს მაშინ,  როდესაც ეკონომიკა ანიმაციური კადრივითაა შეჩერებული. ადამიანები თანდათან იაზრებენ იმას, რომ კერძო სექტორია დასაქმებისა და ზრდის ერთადერთი წყარო, რომელსაც კრიზისის დასრულებისთანავე, ერთად დავეყრდნობით.

მთავრობას ორი არჩევანი აქვს. შეუძლია კერძო სექტორი გადასახადებით დატვირთოს,რითაც საბოლოოდ გაანადგურებს მას და მომავალს კიდევ უფრო უიმედოსა და ბურუსით მოცულს გახდის; ან მხარი დაუჭიროს სიმდიდრის რადიკალურად სწრაფად ზრდის პოლიტიკას  და მინიმუმამდე დაიყვანოს რეგულაციები, იმისთვის, რომ ეკონომიკას გამოცოცხლების შანსი მისცეს. 

კორონას კრიზისამდე ბრიტანეთმა ბრექსიტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ის ევროკავშირის პოლიტიკური და პოლიტიკური და მონეტარული შეზღუდვებისგან გათავისუფლდა.  ეს ნაბიჯი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იმ შანსად აღიქმება, რაც ბრიტანეთში მწაროებლურ, ანტრეპრენერულ სულს გააღვიძებდა. დღევანდელობამ კი, ბრექსიტით მიღებული პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ეროვნული მასშტაბის საჭიროებად აქცია. 

პოლიტიკაზე საუბარს თავი რომ დავანებოთ, ადამიანებს ცხოვრების ნორმალური რიტმით გაგრძელება სურთ, რაც შეიძლება მალე. ისინი მთვარობისგან ისეთ ნაბიჯებს მოითხოვენ, რომლებიც ამ სურეალისტური სიტუაციიდან გამოგვიყვანს, ამისთვის კი საჭირო კერძო სექტორია. თუკი პრობლემის გადაჭრისას მთავრობები არ ირწმუნებენ ადამიანების უნარს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მომხმარებელს, ის რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს თავისუფლებას და კიდევ უფრო გაამწვავებს პოსტ-კრიზისულ რეცესიას.

 კონსერვატორების ვარაუდით, მმართველმა პარტიამ, მთავრობის ძალის უზარმაზარი ზრდით, საკუთარი თავი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. წარმოუდგენლად დიდი საგარეო ვალების გამო კი, შემოდგომაზე ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდა მოუწევს, რაც დამატებითი წნეხი იქნება. როდესაც, გაკვეულწილად, დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას, მთავრობას მოუწევს იმაზე დაფიქრდება, რა სურს ამომრჩეველს - მზარდი მთავრობა თუ მეტი თავისუფლება, ნასწავლი კორონა კრიზისის გამოცდილებით. 

Covid-19 ლიბერტარიანიზმისთვის არც პოზიციების გამყარებაა და არც სასიკვდილო განაჩენია. არც უბრალოდ თეორია პოლიტიკური იდეოლოგიების მოყვარული ადამიანების დისკუსიისთვის. ინდივიდის თავისუფლება და კერძო ბიზნესის როლი დღევანდელობისთვის გამოწვევაა და პირდაპირ, უკიდურესად საგრძნობლად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. მომავალი ეპოქა ისტორიაში ჩაიწერება როგორც ბრძოლა იმ ადამიანებსა,1. რომელთათვისაც  კრიზისი კიდევ ერთი არგუმენტია, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი მთავრობა, და იმ ადამიანებს შორის,2. რომელთაც მტკიცედ სჯერათ, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთი ქეისია იმის დამადასტურებლად, თუ რამდენად დიდი ძალაა კერძო სექტორი და თავისუფლება. 

ავტორი: John Macdonald

თარგმანი: ნინი კიპაროიძე

კომენტარები