სიახლეები

3093 Views
სიახლეები

ჯაფარიძე: მაგ კლიპში ცხოვრობთ ამჟამად

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, გუშინ გავრცელებულ კლიპს ეხმაურება და წერს, რომ დღეს მთელი საზოგადოება სწორედ ამ კლიპის მონაწილეა. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"კლიპით რომ აღეგზნეთ კარგია

მაგრამ უკეთესი იქნება თუ გაიაზრებთ რომ მაგ კლიპში ცხოვრობთ ამჟამად

პირდაპირი გაგებით

მაგ კლიპის ნაწილია:

ჩაკეტილი მარნეული და ბოლნისი

ბლოკპოსტები ქალაქის გასასვლელებში

საკომენდანტო საათი

ყოველდღიური ბრიფინგები და სიახლეები უსარგებლო სტატისტიკით

ასობით ათასი ავტომობილი ‘დამუშავებული სპეციალური ხსნარით’

ასობით ათასი ადამიანის  ‘თერმოსკრინინგი’ (ანუ სიცხის გაზომვა)

ათასობით კვადრატული მეტრი ქუჩა ‘დამუშავებული სადეზინფექციო სითხით’

ათეულობით ადამიანი დაჯარიმებული საკომენდანტო საათის წესების დარღვევისთვის 

ათეულობით ადამიანი დაჯარიმებული დისტანცირების წესების დარღვევისთვის 

ათეულობით ადამიანი დაჯარიმებული ავტომობილში სხდომის წესების დარღვევისთვის

რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ჯარიმა გაძვალტყავებული ადამიანებისთვის

პარალელურად, უცნობი ადამიანის მიერ ვირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი 100 მილიონი

და ა.შ. და ა.შ. 

ერთი კლიპია ეს ყველაფერი

ერთი მიზანი აქვს - პანდემიის შედეგად წარმოქმნილი შიშის/პანიკის გარდაქმნა პოლიტიკურ დივიდენდებში ქართული ოცნებისთვის

ნუ ფულის კეთებაც ცხადია, კრიზისების დროს ბევრად მარტივია - Война всё спишет

და ჯერჯერობით წარმატებით და ტაშის კვრით იღებთ უმეტესობა ამ კლიპში მონაწილეობას

რადგან ისე გეშინიათ რომ აზროვნების და რაციონალური განსჯის უნარი დაკარგეთ

თან ‘ევროპაშიც ხომ ასეა’ და ფიქრი რაღა საჭიროა

ტაშით მიუძღვებით ივანიშვილს მორიგი გამარჯვებისკენ

განსხვავება მხოლოდ ისაა რომ შორიდან დანახულ კლიპში სოფო ბედიას ქმარი არ ჩანს, გახარია ჩანს და ‘გმირი ექიმები’

და ბევრად ძვირი გვიჯდება

განუზომლად ბევრად

ფულში მილიარდები და ისე - დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები, გაპრობლემებული ვალები, შიმშილი და სრულიად გაურკვეველი მომავალი

კლიპის ბოლო ნაწილში ყველა უბედურება პანდემიას დაბრალდება, თქვენ ამას ჭამთ ზუსტად ისე როგორც ახლა, ოცნება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ეგ ხალხი კი ისევ იმღერებს იქ სადაც მათი ბინებრივო ადგილია - ჯაჯანიძის შოუში

თუ დროზე აზრზე არ მოხვედით და არ გაგიტყდათ ამ კლიპში ყოფნა" - წერს ჯაფარიძე.

 

კომენტარები