სიახლეები

ლომინაძე: ძნელია ადამიანებს აუხსნა როდისაა სიკვდილი კორონავირუსით გამოწვეული და როდის თანდართული დაავადებით

''თავისუფალი ბაზრის'' ეთერში, არასამთავრობო ორგანიზაცია ''თავისუფალი ბაზრის'' დამფუძნებელმა გიორგი ლომინაძემ, საგანგებო მდგომარეობასა და კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა. მან ყვავილის ვირუსი გაიხსენა, რომელიც ძალიან საშიში იყო. განაცხაად, რომ "იმ პერიოდში ედვარდ ჯინერმა აღმოაჩინა, რომ ქალები რომლებიც ძროხებს წველიდნენ, ამ ვირუსისგან დაცულები იყვნენ. სწორედ ამის შემდეგ ჯენერმა პირველი აცრა შექმნა, შემდეგ კი ამაზე მთელი იმუნოლოგიური აცრები დაფუძნდა".

მისივე თქმთ, ვირუსების დანახვა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება გრიპს, ის ჩვენთნ ერთად უკვე დიდი ხანია არსებობს და ბოლო პერიოდში ის ძირითადად ჩინეთიდან ვრცელდება. 

ლომინაძის თქმით, გრიპი აქამდეც დიდ პანდემიებს ქმნიდა. რაც შეეხება კორონავირუსს, იქედან გამომდინარე, რომ მასთან დიდი შეხება არ გვქონია, მის მიმართ იმუნიტეტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ რაღაც პერიოდში გამოვიმუშავებთ. იმუნური სისტემა რომ არ არსებობდეს ყველანი მოვკვდებოდით ნებისმიერი გრიპით.

ჯოგური იმუნიტეტი აჩერებს გავრცელებას, შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ანტისხეულები გამომუშავებული, მაგრამ გარშემომყოფი ადამიანების იმუნიტეტის გამო, ის არ ავადდებოდეს

                                                                                                                                     -ამბობს ლომინაძე.

მისივე თქმით, ადამიანები თუ კი ქცევას არ შეიცვლიდნენ, მაშინ შედეგი მილიონებით სიკვდილი იქნებოდა, მაგრამ ადამიანები მსგავს სიტუაციაში რეკომენდაციებს უსმენენ და ითვალისწინებენ.

''ადამიანები რატომაც დღეს  სახლში სხედან, ეს არის პროცესის დაყოვნება. იმედი იმისა, რომ ეს ვირუსი ან გაქრება ან მის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებენ. მაგრამ რეალურად პრობლემა ამით არ გადაიჭრება''-თვლის ''თავისუფალი ბაზრის'' დამფუძნებელი. მისივე თქმით, სისტემა დღეს არის უუნარო, იმიტომ რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სერიოზული რეგულაციების ქვეშაა, ქვეყანაში ძალადობრივი მონოპოლია გვაქვს. "სახელმწიფომ რაღაც რეგულაციები უნდა დათმოს, თუნდაც მედპერსონალის გადამზადების, ასევე შეიძლება ლიცენზირების მოთხოვნის  მოხსნა. რაც თავის მხრივ კონკურენციას გაზრდის და კარგი ექიმები სისტემიდან ცუდ ექიმებს განდევნიან".

მისივე თქმით, მთავარია ადამიანებმა გაიგონ, რომ სახელმწიფო სიტუაციის გამოყენებას ეცდება, თავისი ძალაუფლების არეალის გასაზრდელად.''საქართველო არის ჩემპიონი შეზღუდვებით და აკრძალვებით კორონავირსის პრევენციის გამართლებით და ჩვენ ამით ვამაყობთ''-ამბობს ლომინაძე.

ეს რეგულაციები სისულელეა, მთავრობა გვიჩვენებს, რომ გმირია ამ ომში,რაც არაფერ შუაშია ვისუსთან ბრძოლასთან, ეს უბრალოდ არჩევნებისთვის ხმების დაგროვების მცდელობაა

                                                                                                                               -აცხადებს ლომინაძე.

მისივე აზრით, ის ღონისძიებები, რაც ტარდება, არაფერ შუაშია ვირუსის გავრცელებასთან, იგივე კომენდანტის საათი, რეალურად კრიმინალის პრევენციის მიზნით შემოიღეს. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე, ლომინაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი იყო გავლენიანი ორგანიზაციების, როგორიცაა ''ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია''რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება მიიღო.''ჯანმო''-ს გავლენა ოპოზიციაზე, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა''-განაცხადა გიორგი ლომინაძემ.

შედეგად მივიღეთ, მარნეულის და  ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაკეტვა. რაც ნიშნავდა, ეს იყო შიში, რომ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას ვიღაც მარნეულელებისგან ვირუსი არ გადაგვდებოდა.მე თუ არ მეხება არაუშავს, ესე თვლის საზოგადოება.რეალურად კი, ინდივიდის კეთილდღეობაზე მაღლა არაფერი არ დგას

                                                                                 -მიიჩნევს ''თავისუფალი ბაზრის '' დამფუძნებელი.

ლომინაძე ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლის ორი გზა არსებობს - ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება და lock down-ები. მას შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითები მოჰყავს და ამბობს, რომ ყველანი კარგად ვხედავთ, ვინ რომელი გზა აირჩია.

''ძალიან ძნელია ადამიანებს აუხსნა, გარდაცვალების მიზეზებს შორის განსხვავება, როდისაა კონკრეტულად ვირუსით გამოწვეული სიკვდილი და როდის თანდართული დაავადებებით განპირობებული'' -ამბობს ლომინაძე.

                                                                                                                       -ამბობს გიორგი ლომინაძე.

                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები