სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი: ხელისუფლებამ ეკონომიკა გაყინა

ვახო მეგრელიშვილმა საკუთარ გადაცემაში, ''თავისუფალი ბაზარი'', ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. განაცხადა, რომ მსგავსი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება, არ ახსოვს. ყველაზე ცუდი კი, მისი თქმით ისაა, რომ მსგავს პოლიტიკას აწარმოებს თითქმის მთელი მსოფლიო, რომელსაც მრუდის გაბრტყელება ჰქვია.''პოლიტიკა რომელსაც ვაწარმოებთ, არის პროცესის გაწელვა, ეს იმისთვის ხდება რომ ჯანდაცვის სისტემის პარალიზება არ მოხდეს''- განაცხადა ''გირჩის'' წევრმა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანებს აშინებენ ისეთი პროგნოზებით, როგორიცაა ვირუსით მილიონობით ადამიანის სიკვდილის ალბათობა, ეს ბუნებრივ შიშს იწვევს. "ყველას ახსოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, როდესაც მათ განაცხადეს, რომ კორონავირუსით  ორ მილიონზე მეტი ადამიანი უნდა გარდაცვლილიყო. საქართველოზე ეს ციფრები, რომ გადმოვიტანოთ, 30 ათასი ადამიანის სიკვდილი იყო პროგნოზირებული, თუმცა ადამიანების ქცევის შეცვლამ ეს ციფრები შეცვალა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა პროგნოზი გამოაქვეყნა"

ქვეყანაში მთავარ პრობლემად, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანები უხარისხოდ ცხოვრობენ, უვარგისს საჭმელს ჭამენ, დიაგნოსტიკას ვერ იკეთებენ, ვერ მკურნალობენ და ა.შ.''სწორედ ამიტომ განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია.

მისივე თქმით, მრუდის გაბრტყელების მცდელობასთან ერთად, ხელისუფლებამ ეკონომიკა გაყინა. მაშინ როდესაც ბიუჯეტის 1/3 ნაწილი გადასახადებზე მოდის, გადმორიცხვები პრაქტიკულად აღარ არის, ტურიზმი გაჩერებულია, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია.

დღეს გვაქს სიტუაცია, როდესაც უნდა გადავრჩეთ, არჩევანია ან კორონა მოგვკლავს ან შიმშილი, თუ შევთანხმდებით რომ კორონას ვერაფერს ვუშვებით, იქნებ მივხვდეთ რომ მუშაობა გვჭირდება

                                                                                                                 -მიიჩნევს ვახო მეგრელიშვილი.

''გირჩის'' წევრი ამბობს, რომ იმის ფონზე, რომ უამრავი ბიზნესი გაკოტრდა, ადამიანები გადასახადებს უკვე ვეღარ იხდიან. ამიტომ რეგულაციები უნდა შეიცვალოს და ადამიანებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ". ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანამ უმუშევართა რაოდენობის რეკორდი მოხსნა. 

ამის ნაცვლად კი რაც დღეს ხდება, არის ის რომ ხელისუფლებამ მიიღო ლეგიტიმაცია ძალადობაზე.ჩვენივე ხელებით ტირანია მოვაწყეთ, 5000 მეტი  ადამიანი კარანტინში გვყავს, რომელიც ციხის ტოლფასია.საბჭოთა კავშირშიც კი უფრო მეტი თავისუფლება იყო.

                                                                                                                        -აცხადებს ''გირჩის'' წევრი.

მეგრელიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, ამ პანიკის ფონზე ადამიანებმა საღი აზრი არ დაკარგონ.''ხოლო როდესაც ეს სიტუაცია დასრულდება და მთავრობა იტყვის, რომ მათი დამსახურებააა ყველა რომ არ გავწყდით, უნდა ვიცოდეთ, რომ ამაში  მათი წვლილი საერთოდ არ ყოფილა''-განაცხადა ''თავისუფალი ბაზრის'' ეთერში, ვახო მეგრელიშვილმა.

                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები