სიახლეები

ჯაფარიძე: ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დამიზნებით გვესროდნენ რეზინის ტყვიებს 20 ივნისის ღამით

''ტვ ფორმულას'' ეთერში, ''გირჩის'' ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, სახალხო დამცველის მიერ 20-21 ივნისის ამბების  ანგარიშზე ისაუბრა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თვალი გადაავლო,სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ გახარიას უწყებას, რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია.

''გირჩის'' ლიდერის აზრით, ეს პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა და მეტი არაფერი და იმ შემთხვევაში თუ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, ერთეულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რეზინის ტყვიების გამოყენების, მაშინ ამის დაჯერება შესაძლებელი იქნებოდა.

მე იქ ვიყავი 20 ივნისის ღამეს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რეზინის ტყვიებს, როგორ დამიზნებით გვესროდნენ, ნაპოლენის ჯარივით, ეს არ იყოს ერთჯერადად მიღებული მცდარი გადაწყვეტილება, ეს იყო კოორდინირებული მოქმედება, რომელზეც პასუხისმგებლობას გახარია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გაექცევა

                                                                                                                                        -ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში სადაც საბჭოთა მონსტრი სისტემები , როგორიცაა შსს, სუს-ი და სასამრთლო ბატონობენ, მას არ აქვს იმის ილუზია, რომ ამ მოვლენების ობიექტური გამოძიება მოხდება.

გახარიას პასუხისმგებლობა რომ დადგება ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ეს თემა ბოლომდე გამოძიებული იქნება.

                                                                                                                 -განაცხადა ''გირჩის'' ლიდერმა.

შეგახსენებთ რომ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების - კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, 20 ივნისის ღამეს, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, "ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ". ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. 

                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები