სიახლეები

კორონავირუსის პარალელურად, შვედეთში ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

შვედეთი დღეს ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. ქვეყანა ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. ვისუსის დასაძლევად ხელისუფლება რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას იყენებს.

მაგალითად, გასულ კვირამდე, ქვეყანაში 500 პირამდე შეკრება დაშვებული იყო, მხოლოდ შაბათს, ეს ციფრი 50-მდე შემცირდა. რესტორნები, ბარები და მაღაზიები, ჩვეულებრივად აგრძელებენ კლიენტთა მომსახურებას. მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების, სკოლების და უნივერსიტეტების კარები დაიხურა, შვედეთი ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა ევროპაში, სადაც სკოლები ჯერ კიდევ ღიაა.

მე ვხედავ, რომ შვედეთის ხელისუფლება ალტერნატიულ ვარიანტს ხედავს. სკოლას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საზოგადოებაში. ამიტომ თუ ისინი დაიხურებიან, ბავშვებს სახლში წასვლა მოუწევთ. ეს კი მთელ საზოგადოებაში თავის შედეგებს გამოიღებს 

                                                                                           -ამბობს შვედეთის ერთ-ერთი მოქალაქე.

შვედეთში კორონავირუსის 4400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევააა, აქედან 280 ადამიანია გარდაცვლილი. შვედეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ასაკოვან და რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს, სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.

ჩვენ ყველას გვაქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ცხოვრებაში იქნება რამოდენიმე გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შენ მოგიწევს მსხვერპლის გაღება, არამხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის არამედ შენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც, თანამემამულეებისთვის და  ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მომენტი სწორედ ახლაა, ეს დღე დადგა და ეს თითოეული ჩვენგანის  მოვალეობაა.

                                                            -განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა, სტეფან ლოფვენმა. 

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ შვედეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მთავრობის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს.

ჩვენ ვენდობით ხელისუფლებას და ვენდობით სისტემას, სხვა ქვეყნების მოსახლეობისგან განსხვავებით. შეიძლება ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რატომაც შვედეთი არ თვლის აუცილებლობად, რომ გაამკაცროს შეზღუდვები, ყოველშემთხვევაში მანამ სანამ სიტუაცია არ გაუარესდება

                                                                                -აცხადებს სტოკჰოლმის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები