სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ის, რასაც მთავრობა დღეს გვიკეთებს, სრული სიგიჟეა

''ტვ კავკასიის'' ეთერში, ''გირჩის'' ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკონომიკას მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვით არ ეშველება. ასევე, მისთვის გაუგებარია საიდან მოდის ეს 2 მილიარდი, რომლის წარმომავლობაც, საზოგადოებას მთავრობამ უნდა გააცნოს.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს იმ კრიზისის სიღრმე, რომელშიც შევდივართ. ხელისუფლებამ კი ბევრად რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას

                                                                                                                                  -ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, საქართველო, ევროპის ქვეყნებს არ უნდა ედრებოდეს.''ისინი მდიდრები არიან,  დანაზოგებიც აქვთ. კი იქაც გაუჭირდებათ, მაგრამ ცხოვრებას გააგრძელებენ". მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს თვიდან-თვემდე თავი ძლივს გააქვს და ისედაც ვალებში იხრჩობიან.

ამ მოცემულობაში, მთავრობის მხრიდან სწორია გაჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა გზებით დახმარება, მათ შორის ფულის დარიგებაც, რათა ოჯახებმა შემდეგ რა არის მათთვის უფრო პრიორიტეტული, თავად გადაწყვიტონ

                                                                                                                -განაცხადა ''გირჩის'' ლიდერმა.

ჯაფარიძე მიიჩნევს, კრიზისს ჩვენს ქვეყანაში, ის ფაქტიც გაართულებს, რომ ბიუჯეტში თანხები გზავნილებიდან, ტურიზმიდან, ექსპორტიდან თუ სხვა, პრაქტიკულად აღარ შემოვა. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ სრულად გაჩერებული ეკონომიკის ფონზე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზე იქნება.ამ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ფულის მოძიება, დაახლოებით 2-3 მილიარდის ოდენობით, რაც მისი აზრით რთული  არ იქნება.

''გირჩის'' ლიდერისთვის, ის ღონისძიებები, რაც მთავრობამ გაატარა, არაფერ შუაშია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან.

''არამგონია ვინმეს სჯეროდეს,რომ მხოლოდ ოფიციალური ციფრების რაოდენობის ადამიანია, ქვეყანაში დაინფიცირებული, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს რიცხვი ბევრად მეტია, ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ვირუსი უმეტეს ნაწილად უსიმტომოა, შესაბამისად მისი ამოცნობა შეუძლებელია''-ამბობს ჯაფარიძე.

პოლიტიკოსის თქმით, ეს სიგიჟე რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუა, რომელიც  მოსახლეობის დიდი ნაწილის ტაშის დამსახურებაა.''ამაში გარკვეულწილად ყველანი დამნაშავეები ვართ, მაგრამ დიდი ხანი ასე ვერ გაგრძელდება''-თვლის ჯაფარიძე.

გადამწყვეტი მომენტი იქნება, როდესაც მოსახლეობა მიხვდება, რომ მთელი ეს ღონისძიებები არაფერ შუაში არ იყო ვირუსთან ბრძოლაში, არამედ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შოუა, თავისი გმირებით

                                                                       -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, ''ტვ კავკასიის'' ეთერში.

                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

 

კომენტარები