სიახლეები

402 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით

ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით

ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით.

რატომ არ შეიძლება, რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები დაცვით? შეუძლებელია ასეთი წესების მოფიქრება?

რესტორანი რომ კარგად ნიავდებოდეს, სტუმრები იზოლირებულად სხდებოდნენ, ხელებს გისპირტავდნენ შესვლა-გამოსვლისას, პერსონალი n95 პირბადეებით მოძრაობდეს და ხელთათმანებს იცვლიდეს ყოველ 15 წუთში?

რესტორნებს რომ მისცე ფუნქციონირების უფლება, წარმოგიდგენიათ რა ზომებს მოიფიქრებენ იმისათვის რომ დაპანიკებული კლიენტები დაარწმუნონ საკუთარი გარემოს უსაფრთხოებაში და მიიზიდონ? აბა ისე ვინ მივა? 

ერთი რომ მოიფიქრებს რაღაცას, სხვებიც ხომ გადაიღებენ?

რამდენი შემოსავლის გარეშე დარჩენილი მზარეული, მიმტანი და ა.შ. დაიბრუნდება სამსახურს?

რამდენი ის ადამიანი დაიბრუნებდა შემოსავალს, ვისგანაც რესტორნები ყიდულობდნენ პროდუქტებს?

რამდენი ის დისტრიბუტორი დაიბრუნებდა შემოსავალს, რომლებიც ამარაგებდნენ რესტორნებს?

ტაქსით მგზავრობა თუ შეიძლება ან ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ერთად მგზავრობა თუ შეიძლება

რატომ არ შეიძლება მიკრო და ჩვეულებრივი ავტობუსები მოძრაობდეს გარკვეული წესების დაცვით?

ტრანსპორტი რომ კარგად ნიავდებოდეს, მგზავრები შეძლებისდაგვარად იზოლირებულად სხდებოდენენ (სედანში თუ მოსულა უკან ორი ერთად), ხელებს გისპირტავდნენ ასვლისას, მძღოლისთვის და მგზავრებისთვის სავალდებულო იყოს პირბადე და ხელთათმანი?

რამდენი შემოსავლის გარეშე დარჩენილი მძღოლი დაიბრუნებდა სამსახურს?

რამდენი ისეთი ადამიანი დაიბრუნებდა შემოსავალს, რომელმაც იმის გამო დაკარგა სამსახური რომ ფიზიკურად ვეღარ ახერხებს მისვლას სატრანსპორტო შეზღუდვების გამო?

და ა.შ. და ა.შ.

ხომ მაინც მოგვიწევს მსგავსი მიმართულებით სვლა?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

ვინ გადაიხდის ამ პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასებს? პენსიებს? 2 მილიარდ ლარს დახმარებისთვის რომ გამოყვეს საიდანღაც?

იმ ხალხის სესხებს და განვადებებს ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა უკვე?

რისი იმედი გვაქვს? წამლის? ვაქცინის? სიცხის?

რომ ვიცოდეთ მაინც.

პ.ს. ბლექ სი არენა თუ არ გაიხსნება, არა უშავს"

წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები