სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: საჯარო სექტორი რატომ არ მცირდება?

''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე, კორონავირუსსა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია საგანგებო მდგომარეობის ფონზე, რატომ არ წყვეტს მუშაობას საჯარო სექტორი. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

''ყველაფერი გააჩერეს და მთავრობა რატომ არის იგივე ზომის?

ჯანდაცვა, პოლიცია, ჯარი ოკ, მაგრამ დანარჩენები რატომ არ იხურებიან?

კერძო სექტორში დასაქმებულების უსამსახუროდ და უშემოსავლოდ დატოვება თუ ასე მარტივია, საჯარო სექტორი რატომ არ მცირდება?

აი რას აკეთებს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო? რატომ არ იკეტება?

ეკონომიკის?

განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ა.შ.?

ხარჯებს, მათ შორის ხელფასებს მაინც რატომ არ იმცირებენ?

სახლებში არ ზიან?

თუ ისეთი კვალიფიციური კადრები ჰყავთ, რომ თუ გაუშვეს ვეღარ მოძებნიან ეგეთებს?

თუ ჩვენ ვართ სირები და რა ენაღვლებათ, ჭამენ?''-წერს ჯაფარიძე.

კომენტარები