რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი?

რამდენად მომაკვდინებელია კორონა ვირუსი? - ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როდესაც გამოცხადდა პირადი თავისუფლების შემზღუდველი ყველაზე მკაცრი აკრძალვები, ბორის ჯონსონი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) მტკიცედ მიჰყვებოდა მეცნიერულ რჩევას, რომელიც თავად მოგვცა. მთავრობის მრჩევლები მშვიდად გამოიყურებიან, ისინი შეთანხმებულები არიან. ახალი ვირუსული საფრთხის მიუხედავად, რომლის შემთხვევებიც ყოველდღიურად მატულობს, დარწმუნებული არ ვარ, რომ ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი იმოქმედებდა განსხვავებულად.

მაგრამ მსურს ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც გასულ კვირებში თითქმის არ გაჟღერებულა. ეს საკითხები მიუთითებს მთავრობის მიერ ციფრების განსხვავებულ ინტერპეტირებაზე. მე ახლახანს დავეთხოვე სამსახურიდან. ვარ  პათოლოგიის პროფესორი, NHS კონსულტანტი პათოლოგისტი. ჩემი ზრდასრული ცხოვრების უმეტესი წილი ჯანდაცვისა და მეცნიერების სფეროებში მაქვს გატარებული - სფეროებში, რომლებსაც უმეტესად ახასიათებს ეჭვი, ვიდრე უდავოობა. არსებული მონაცემების უამრავი სახით ინტერპრეტირებაა შესაძლებელი. თუ სტატიაში მოცემული ინტრეპრეტაციები სწორია, ან ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, დასკვნები, მომდევნო ქმედებების შესახებ უნდა შეიცვალოს შესაბამისად.

იმის გასარკვევად, გვაქვს თუ არა ლეტალური დაავადება, უმარტივესი გზაა კარგად ვნახოთ სიკვდილის მაჩვენებელი. იღუპება კი უფრო მეტი ადამიანი ვიდრე მოველოდით კონკრეტულ კვირაში ან თვეში ?  სტატისტიკურად, ამ თვეში ბრიტანეთში დაახლოებით 51 000 ადამიანი დაიღუპებოდა. სტატიის წერის მომენტში, 422 დaღუპული უკავშირდება Covid-19- ს - ანუ მოსალოდნელი სიკვდილიანობის 0,8 პროცენტი. ჩვენ მოველით , რომ 14 მილიონი დაიღუპება წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მსოფლიოში 18.944 კორონავირუსით გამოწვეული  სიკვდილიანობა წარმოადგენს 0,14 პროცენტს. ეს მაჩვენებლები შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, მაგრამ ახლა ისინი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ინფექციური დაავადებების მაჩვენებლები, (მაგალითად, გრიპის). რომლის მაჩვენებლებიც ასეთ შემაშფოთებელ რეაქციას არ იწვევს.

საწყისი მონაცემებით, ჩინეთიდან და იტალიიდან, სიკვდილის მაჩვენებელი 5 პროცენტიდან 15 პროცენტამდე დაფიქსირდა, რომელიც ძალიან გავს ესპანური გრიპის მონაცემებს. იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევები მატულობს , გაიზარდა სიკვდილიანობის პერსპექტივა, რომელსაც მსოფლიოში ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება. ამ სცენარის თავიდან აცილების აუცილებლობა არის განხორციელებული ზომების დასაბუთება: მიიჩნევა, რომ ესპანური გრიპით მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი იყო ინფიცირებული, 1918 და 1920 წლებში, ანუ დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი, ლეტალური შედეგი კი გამოიწვია  50 მილიონ შემთხვევაში. ჩვენ შევიმუშავეთ პანდემიის შეჩერების გეგმები, რათა ესპანური გრიპის შემთხვევა არ განმეორდეს.

სტატიის წერის მომენტში, ბრიტანეთში 422 ლეტალური შემთხვევა 8.077 ცნობილი შემთხვევით არის სიკვდილიანობის 5%. ეს ხშირად აღინიშნება შეშფოთების მიზეზად, რადგან განსხვავდება სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან, რომელიც შეფასებულია დაახლოებით 0,1 პროცენტით. მაგრამ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა შევხედოთ მონაცემებს. ეს ციფრები ნამდვილად შედარებადია?

დიდი ბრიტანეთში ტესტები ძირითადად საავადმყოფოებში იქნა გამოყენებული, სადაც არის მაღალი კონცენტრაცია პაციენტებისა, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი ინფექციისადმი. ნებსმიერმა,ვისაც საავადმყოფოში უმუშავია, იცის რომ ნებისმიერი ტესტირება, რომელიც მხოლოდ საავადმყოფოში ხდება, გადამეტებულად შეაფასებს ინფექციის ვირუსულობას. ასევე, ჩვენ მხოლოდ საქმე გვაქვს Covid-19 იმ შემთხვევებთან, როდესაც ადამიანი საკმარისად დაავადდა ან საკმარისად აღელდა და ჩაუტარდა ტესტირება. ბევრისთვის კი უცნობი იქნება , რომ მათ აქვთ ვირუსი, უსიმპტომოდ ან მცირედი გამოხატული სიმპტომებით..

სწორედ ამიტომ, როდესაც ბრიტანეთს 590 დიაგნოზირებული შემთხვევა ჰქონდა, მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა სერ პატრიკ ვალენზმა თქვა, რომ რეალური მაჩვენებელი ალბათ 5000-დან 10,000 შემთხვევას შორის იყო, 10-ჯერ ან  20-ჯერ მეტი. თუ ის მართალია, ამ ვირუსის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ალბათ 10ჯერ ან  20-ჯერ ნაკლები იქნება, ვთქვათ 0.25 პროცენტიდან 0,5 პროცენტამდე. ამით Covid-19 სიკვდილიანობის მაჩვენებელი გრიპის მაჩვენებელს უტოლდება. .

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, პოტენციურად უფრო სერიოზული პრობლემა: სიკვდილიანობის აღრიცხვის გზა.დიდ ბრიტანეთში თუ ადამიანი მოკვდება რესპირატორული ინფექციით, ინფექციის სპეციფიკური მიზეზი ჩვეულებრივ არ აღირიცხება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დაავადება არის სავალდებულო-სარეგისტრაციო ინფექციური დაავადება. ასე რომ, დიდ ბრიტანეთში რესპირატორული სიკვდილის უმეტესი ნაწილი აღირიცხება როგორც ბრონქოპნევმონია, პნევმონია, სიბერე ან მსგავსი ჩანაწერით. ჩვენ ნამდვილად არ ვცდილობთ გრიპის ან სხვა სეზონური ინფექციების გამოვლენას.მაგალითად თუ პაციენტს აქვს კიბო, ან სხვა სერიოზული დაავადება, ეს უკანასკნელი ჩაიწერება სიკვდილის მიზეზად, მაშინაც კი, თუ საბოლოო ავადმყოფობა იყო რესპირატორული ინფექცია.

ახლა დაუკვირდით რა მოხდა Covid-19 -ის გაჩენის შემდგომ. განახლდა ინფექციური დაავადებების  სია. ამ სიაშია - ანტრაქსი, ბრუცელოზი, ჭირი და ცოფი (რასაც დიდი ბრიტანეთის ექიმების უმეტესობა ვერასდროს ნახავს მთელ თავიანთ კარიერაში) - ახლა შეტანილი იქნა ცვლილებები. Covid-19 . მაგრამ არა გრიპი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი დადებითი ტესტი Covid-19- ს უნდა ეცნობოს ისე, რომ ეს არ იქნებოდა დადებითი შედეგი გრიპის ან სხვა ინფექციების უმეტესობისთვის.

ახლანდელ კლიმატურ პირობებში, Covid-19– ის დადებითი ტესტის მქონე პაციენტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნება კლინიკური პერსონალისთვის, ვინც მათ დაათვალიერებს: თუ რომელიმე ამ პაციენტთაგან გარდაიცვალა, პერსონალს მოუწევს Covid-19 დანიშნულების აღნიშვნა გარდაცვალების მოწმობაზე - მიუხედავად იმისა, რომ სხვა მსგავსი ინფექციების შემთხვევაში ამას არ აკეთებენ. ძალიან დიდი სხვაობაა ადამიანისთვის covid-19 ის დადასტურებასა და covid 19-ით გარდაცვალებას შორის. შესაბამისად covid 19 შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი ჩანდეს, ვიდრე გრიპი, მხოლოდ სიკვდილიანობის აღრიცხვის სხვაგვარი აღწერის გამო.

თუ ჩვენ ვიღებთ მკაცრ ზომებს Covid-19– ის შემთხვევების შესამცირებლად, ამას მოჰყვება სიკვდილიანობის შემცირებაც. ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ავირიდეთ ის რაც ისეთი ძლიერი და სასტიკი ჩანდა. Covid-19–ით გამოწვეული სიკვდილიანობის აღრიცხვა ცხადყოფს, რომ მას აქვს გამორჩეული თვისებები, ვინაიდან ჩვეულებრივი გრიპი გამორჩეულად სიკვდილის მიზეზად არ იწერება.

მოდით განვიხილოთ Covid-19 გრაფიკები, რომლებიც აჩვენებს შემთხვევების ზრდას - და სიკვდილიანობას. შესაძლოა გრაფიკები შემაშფოთებლად გამოიყურება, მაგრამ თუ გრიპის ან სხვა სეზონური ვირუსების შემთხვევაშიც ანალოგიურად ვიმოქმედებთ, მაჩვენებლები ამ შემთხვევებში სწრაფად გაიზრდებოდა, ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები ძალიან მაღალიც კი იქნებოდა. მაგალითად, შეერთებული შტატები დაავადებათა კონტროლის ცენტრებში აქვეყნებს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეულ შეფასებებს. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ სექტემბრიდან გრიპით დაინფიცირდა 38 მილიონი ამერიკელი, ჰოსპიტალიზებულია 390,000 და დაიღუპა 23,000. ეს არ იწვევს საზოგადოებრივ განგაშს, რადგან გრიპი მათთვის ნაცნობია.

Covid-19–ის მონაცემები ყველა ქვეყანაში განსხხავებულია. გადავხედოთ იტალიისა და გერმანიის ციფრებს. სტატიის წერის მომენტში, იტალიას აქვს  69 176 აღრიცხული შემთხვევა, დაიღუპა 6.820 ადამიანი, რაც 9,9 პროცენტია. გერმანიას აქვს 32.986 აღრიცხული შემთხვევა და 157 დაღუპული, რაც 0,5 პროცენტია. მიგვაჩნია, რომ ვირუსის ქმედითობა იმდენად განსხვავებულია ახლომდებარე ქვეყნებში, რომ პრაქტიკულად წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებებს? ან რომ მოსახლეობა და მათი მგრძნობელობა ამდენად განსხვავებულია ვირუსის მიმართ? თუ არა, ჩვენ უნდა ვიეჭვოთ სისტემურ შეცდომაზე, რომ Covid-19 მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, არ არის პირდაპირ შედარებადი.

შეხედეთ სხვა მონაცემებს: ესპანეთი 7.1 პროცენტი, აშშ 1.3 პროცენტი, შვეიცარია 1.3 პროცენტი, საფრანგეთი 4.3 პროცენტი, სამხრეთ კორეა 1.3 პროცენტი, ირანი 7,8 პროცენტი. შეიძლება ძალიან კარგად ვადარებთ ვაშლებსა ფორთოხლებს ერთმანეთს. დადებითი პასუხი covid-19 - ზე და covid 19 როგორც სიკვდილის მიზეზი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ისლანდიის, მონაცემებით , ქვეყანა,  რომელსაც შეუძლია აწარმოოს მასშტაბური ტესტირება, ინფექციების 50 პროცენტი თითქმის უსიმპტომოა. დანარჩენების უმეტესობა უმნიშვნელოა. სინამდვილეში, ისლანდიაში, 648 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან  ორი გარდაიცვალა, რაც  სიკვდილიანობის მაჩვენებელის 0,3 პროცენტს შეადგენს. რაც უფრო მასშტაბური იქნება ტესტირება, მით მალე აღმოვაჩენთ, რომ მოსახლეობის უფრო და უფრო მეტ ნაწილში, ინფექცია უსიმტპომო ან მსუბუქად გამოხატული იყო.

ერთი საკმაოდ მკაფიო მაჩვენებელია სიკვდილი. თუ ახალი ინფექცია გამოიწვევს ბევრი ადამიანის გარდაცვალებას (განსხვავებით ინფექციიებისგან, რომელიც იმ ადამიანებში გვხვდება, რომლებიც მაინც მოკვდებოდნენ), ეს გამოიწვევს სიკვდილის საერთო მაჩვენებლის ზრდას. მაგრამ ჯერ კიდევ არ გვინახავს სტატისტიკური მტკიცებულება ჭარბი სიკვდილის შემთხვევების შესახებ, მსოფლიოს არც ერთ ნაწილში.

Covid-19– მა ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გართულება ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით კი გულმკერდის დაავადებების მქონე პაციენტებში და მწეველებში. ხანდაზმულებს, ალბათ, უფრო მეტი რისკი აქვთ, რადგან ისინი ნებისმიერი სახის ინფექციისთვის იოლი სამიზნეები არიან. იტალიაში გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 78,5 წელია, თითქმის ცხრა ათიდან დაიღუპა 70 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგრძლივობა იტალიაში - ანუ წლების რაოდენობა, რომელთა განვლასაც ელით დაბადებიდანვე, 82.5 წელია. მაგრამ ყველაფერი არ არის თანაბარი, როდესაც ახალი სეზონური ვირუსი ვითარდება.

რა თქმა უნდა, მიზანშეწონილად მეჩვენება, რომ ადამიანებმა დისტანცია უნდა შეინარჩუნონ გარკვეული ხნით, განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის და იმუნიტეტ დაქვეითებულთათვის. როდესაც მკვეთრი ზომები მიიღება, მათ უნდა მიუთითონ აშკარა მტკიცებულებებზე. კოვიდ -19-ის შემთხვევაში, მტკიცებულებები არ არის ნათელი. გაერთიანებული სამეფოს ჩაკეტვას საფუძვლად დაედო თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ მოდელების შესახებ მეტი უნდა იცოდეთ.

ინიშნავენ და ასწორებენ კი სტატისტიკურად ისინი ასაკობრივ სხვაობას, მანამდე არსებულ პირობებს, სიკვდილის ნამდვილ მიზეზსა  და სხვა ფაქტორებს?

ამ ვარაუდების გამოყენებით, მოსალოდნელი პროგნოზები სიკვდილიანობასთან დაკავშირებით და შედეგები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

Covid-19– ს ისე განვიხილავთ, როგორც აქამდე სხვა არც ერთი ვირუსი არ განგვიხილავს. იტალიის საავადმყოფოებიდან მიღებული სცენები შოკისმომგვრელია და ტელევიზიაც შესაბამისად აშუქებს. მაგრამ ტელევიზია არ არის მეცნიერება.

ცხადია, რომ სხვადასხვა შეზღუდვა შეანელებს Covid-19-ს გავრცელებას, ასე რომ ნაკლები იქნება შემთხვევები. როდესაც შეზღუდვებს მოხსნით, კიდევ იქნება შემთხვევები. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები: შემთხვევების გავრცელება მხოლოდ მაშინაა საშიში, თუ საქმე გვაქვს უჩვეულოდ ლეტალურ ვირუსთან. ამიტომ უზომოდ მნიშვნელოვანი იქნება მონაცემების ჩაწერის გზა. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ვირუსის გამო სიკვდილის ჩაწერის კრიტერიუმებს არ გავამკაცრებთ (ვირუსის ქონის მიუხედავად, თუ ადამიანი სხვა მიზეზით გარდაიცვალა), ოფიციალურ ციფრებში შეიძლება გამოვლინდეს ბევრად მეტი სიკვდილი, რომელიც აშკარად გამოწვეულია ვირუსით, ვიდრე სინამდვილეში. რა იქნება შემდეგ? როგორ შევაფასოთ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები , სამუშაო ადგილების, დასვენების და მიზნის მიღწევის საშუალებების წართმევით, რომ დავიცვათ ისინი მოსალოდნელი საფრთხისგან? რომელია ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი?

მთავარი  ბრძოლა არ არის ფულსა და სიცოცხლეს შორის. ეს არის სიცოცხლე სიცოცხლის წინააღმდეგ. . თვეები დასჭირდება, ალბათ, წლები, რომ შევაფასოთ, თუ რას ვაკეთებთ. ბავშვებისთვის განათლების მიღების შეფერხება, თვითმკვლელობის ჭარბი მატება, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მატება, რესურსების წართმევა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონეთათვის, რომელთაც უფრო ეფექტურად ვუმკლავდებით. მათ, ვისაც ახლა სამედიცინო დახმარება სჭირდება, მაგრამ ვერ მოიძიებენ, ან შეიძლება არც შესთავაზონ. რა შეიძლება ითქვას საკვების წარმოებაზე? რა გავლენას მოახდენს ადამიანებზე?განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე?

მთავრობები ყველგან ამბობენ, რომ მეცნიერებას ეყრდნობიან. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა მთავრობის ბრალი არ არის. ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობით იმოქმედონ მათთვის მიცემული მეცნიერული რჩევების საფუძველზე. მაგრამ მთავრობებს უნდა ახსოვდეთ, რომ მეცნიერება,რომელსაც სწრაფად გამოაქვს დასკვნები, თითქმის ყოველთვის ცუდი მეცნიერებაა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მასშტაბური და უჩვეულო  პოლიტიკური ქმედებების შესახებ, რომლითაც ავიცილეთ ის ზიანი, რომელიც დადასტურებული არ არის, და სათანადო მეცნიერული შემოწმების გარეშე გამოვიყენეთ მათ  გასამართლებლად.

უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კრიტიკული დაკვირვება Covid-19- ზე,  გარდა ამისა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნათელი  გონება - და გავაგრძელოთ კვლევა იმიტომ, რომ გავიგოთ თუ რა არის იგი და არა იმიტომ, რომ მისი გვეშინია.

ავტორი: ჯონ ლი, პათოლოგიის პროფესორი და ყოფილი NHS კონსულტანტი პათოლოგი.

თარგმანი: ანანო ქორიძე



კომენტარები