სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ

''ტვ პირველის'' ეთერში, ''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე, ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა ნამდვილად ძალიან  მძიმე სიტუაციაშია და შეუძლებელია პოზიტიური პროგნოზების გაკეთება.

სამწუხაროდ ყველაფერი ახლა იწყება, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ვირუსი არსად გაქრება. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. მთავარი ამ ეტაპზეა პანიკას არ ავყეთ, ეს თუ არ ვისწავლეთ დავიღუპებით

                                                                                                                                      -ამბობს ჯაფარიძე.

 მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, იგივე ქცევებით უნდა მოხდეს, რასაც ეხლა ყველა მივსდევთ.

,,ფრთხილად ვიყოთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს მოვუაროთ, მაგრამ არ შევწყვიტოთ მუშაობა''- აცხადებს ჯაფარიძე.

რაც შეეხება ეკონომიკას, მისი თქმით, დღეს რომ ყველა ობიექტი გაიხსნას, ვირუსის გამო ხალხი კაფეებში და რსტორნებში მაინც არ მივა. ამიტომ,  ბიზნესმა, სიტუაციიდან გამომდინარე, რამენაირად ინტეგრირეგება უნდა მოახდინოს.

''გირჩის'' ლიდერი თვლის, რომ ეკონომიკას ვერაფერს ვუზამთ, ამიტომ აუცილებელია მეგობარ ქვეყნებს გრანტის სახით, ფული ვთხოვოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, სოციალურად  მძიმე პირობებში მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ.

ჩვენთვის კრიზისის გადასატანად დიდი თანხა არ გვჭირდება.ეს თანხები ამერიკისნაირი სახელმწიფოსთვის არაფერია, ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას 1-2 მილიარდი, დაახლოებით ერთი წელი ეყოფა

                                                                                 -განაცხადა ჯაფარიძემ, ''ტვ პირველის'' ეთერში.

                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები