სიახლეები

ინდივიდუალიზმი და არა აგრესიის პრინციპი კოვიდ19-ის წინააღმდეგ

სოციალიზმის გაანგარიშების თეორიის თანახმად, არცერთ ცენტრალურ დაგეგმარების ორგანოს არ აქვს შესაძლებლობა საზოგადოებას ორგანიზება გაუწიოს იძულებითი მანდატების საფუძველზე. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ცენტრალური დამგეგმავი ვერ ახერხებს მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია ამ გზით საზოგადოების ორგანიზებისთვის, რადგან ინფორმაციას აქვს სუბიექტური, კრეატიული, დისპერსიული და ნაგულისხმები თვისებები. ეს პრინციპი სრულად მოქმედებს პანდემიის შეკავების შემთხვევაში. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ინფორმაციის გამჭვირვალობასთან ერთად, გადამწყვეტი როლს ასრულებს პანდემიის შეჩერებაში. ტაივანის მაგალითი ქმნის ძალიან კარგ განსახილველ საკითხს, იმ ვითარებების გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობს ინდივიდუალიზმი და ნებაყოფლობითი კორპორაცია ეფექტურად კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ.

ტაივანის ქეისი

ამ დროისთვის ტაივანში ინფექცია მთლიანად შებოჭილია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც აქვს პანდემიის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი, იმის გათვალისწინებით, რომ კუნძული ძალიან ახლოს არის ჩინეთის მატერიკთან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) PRC)).

საავიაციო ფრენები ტაივანის დედაქალაქ ტაიპესა და ჩინეთის ქალაქ ვუჰანს შორის არ შეწყვეტილა იანვრის ბოლომდე. თუმცაღა, 21 მარტის მდგომარეობით მხოლოდ 153 ინფიცირებული დაფიქსირდა ტაივანში, იმ ფონზე, რომ ევროპაში, ჩინეთიდან საკმაოდ შორს, კორონავირუსით დაავადებული ათი ათასობით ადამიანია. ამასთან, ტაივანსა და აზიის სხვა ნაწილებში, მათ შორის სინგაპურსა და ჰონგ კონგში, ჯერჯერობით არ განხორციელებულა მასიური სავალდებულო კარანტინი ან ამკრძალავი ღონისძიებები.

როგორ მიაღწია ტაივანმა ასეთ შედეგს?

გამჭვირვალობა

ტაივანის წარმატების პირველი მიზეზი ინფორმაციის გამჭვირვალობაა, რამაც შეაჩერა ინფექციის სწრაფი ზრდა. გასული წლის 31 დეკემბერს, ტაივანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სამინისტრომ სერიოზულად მიიღო ვუჰანის პნევმონიის საფრთხე და დაიწყო ინფორმაციული საქმიანობის წარმოება პანდემიის შესახებ, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის ყოველდღიური ინფორმირებით ინფექციის განვითარების ტენდენციებისა და მისი სტატუსის შესახებ. ტაივანის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე შეიცავდა სტატისტიკას, იმის შესახებ, დაავადებულები დაინფიცირდნენ ტაივანში, თუ საზღვრებს გარეთ, ანუ, მოსახლეობას უნდა ებრძოლა შეკავებასთან, თუ გავრცელებასთან, რაც ეხმარებოდა ხალხს დროული ზომების მიღებაში. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირდებოდა ქვეყნის გარედან შემომავალ ადამიანებს.

მუდმივ პრესკონფერენციებით, ტაივანის მთავრობა სთვაზობდა მოსახლეობას სხვადასხვა ვარიანტებს და რეკომენდაციებს, რათა ხალხს ჰქონოდა ნებაყოფლობით თავდაცვაზე გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ხაზგსასმელია ფაქტი, რომ მთავრობა მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდა. მუდმივად მოწოდებული, განახლებადი ინფორმაცია საშუალებას აძლევდა პირებს, საყოველთაო გაურკვევლობის ფონზე, მიეღოთ გააზრებული და დაბალანსებული გადაწყვეტილებები. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების დაგვიანებულმა რეაგირებამ და ინფორმაციულმა ვაკუუმმა, ისინი გაიყვანა შედეგზე, რომელშიც თებერვლის მიწურულსაც კი, საზოგადოებას წარმოდგენა არ ჰქონდა რასთან უწევდა ჭიდილი, რაც სიტუაციის მოგვარებას ართულებდა.

ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებები, ინდივიდებსა და კერძო სექტორს შორის კოოპერაცია

ტაივანის მთავრობის მიერ დადგენილი კარანტინების ტიპი უმეტესად თვითკარანტინებია. ტაივანის მთავრობა აცნობიერებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა პანდემიასთან გავრცელების წინააღმდეგ, ენიჭება ხალხის ნებაყოფლობით და გააზრებულ, შესაბამისად, საზოგადოდ მეტად პასუხისმგებლიან ქმედებებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტაივანში ინფექციის შემთხვევების უმეტესობა გარე სამყაროდან შემოდიოდა და თითქმის ყოველთვის დგინდებოდა საზღვარზევე, რაც სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლეოდა. ტაივანელი ხალხის ნებაყოფლობითი თავდაცვა ეფექტურად თრგუნავდა კორონავირუსის გავრცელებას მათ ქვეყანაში, ხოლო იძულებითი კარანტინები, როგორც წესი, გვხვდება უმეტესად სერიოზულ შემთხვევებში, მაგალითად, ინფიცირებული ტაივანელის ჩინეთიდან ევაკუაციისას. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ამ შემთხვევაშიც კი, პიროვნების ინტერესი დგას პირველ ადგილზე, რადგანაც ევაკუაციის მოთხოვნა მათი მხრიდან იყო ინიცირებული და შესაბამისად სახელმწიფოს მომდევნო ქმედებები გახლდათ გააზრებული და პასუხისმგებლობა გაცნობიერებული.

კორონავირუსთან დაკავშირებული ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემაა ბალანსის დაცვა ეკონომიკურ საქმიანობასა და ინფექციის გამტარიანობას შორის. ამ თვალსაზრისით, განსხვავებით სამხრეთ ევროპული ქვეყნებისგან, როგორებიცაა იტალია და ესპანეთი, ტაივანის მთავრობის პოლიტიკა არ წარმოგვიდგება, ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების მიზნით დამაბრკოლებელი ზომების მიმღები ორგანო. სკოლების მაგალითი რომ განვიხილოთ, პირველ ეტაპზე კლასები ორი კვირით გადაიდო. ამჟამად კი, სკოლების პოლიტიკაა მოსწავლეთა, მასწავლებლებისა და სხვა რანგის მოღვაწეთა ტემპერატურის აქტიური აუდიტი. თუ ცხელება გამოვლენილია, იმ სკოლაში კლასები შეჩერებულია, მაგრამ მასიურად კლასების შეჩერებები არ ხდება. ამავდროულად, წახალისებული და აქტიურად დანერგილია ონლაინ სწავლება, თუმცა ეს ნაბიჯები იდგმევა სახელმწიფოს ინტერვენციის არ არსებობის ფონზე. ტაივანის მრავალი უნივერსიტეტი თვითნებურად უწყობს ხელს ონლაინ სწავლებებს, ჟამიანობის პერიოდშიც და მის მიღმაც, რათა მათ, ვინც პირადად ვერ დაესწრება კლასს, ჰქონდეთ საშუალება გაიარონ კურსები. მიუხედავად იმისა, რომ მართალია, ონლაინ განათლება, როგორც ინფექციების თავიდან აცილების საშუალება, უკვე მიღებულია სხვა ქვეყნებში, ტაივანის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ არის დაწესებული მთავრობის ბრძანებით. ყველას არ მოეთხოვება ისწავლოს ინტერნეტის ან ტელეკომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ ამის გაკეთება ძლიერი წამახალისებელია და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ქმედება გახლავთ ადამიანების ბუნებრივი რეაგირება სტიმულებზე. ინფორმაციის გამჭვირვალობით მთავრობამ მისცა ტაივანურ საწარმოებსა და ბიზნესებს დრო, რათა ისინი ნებაყოფლობით და პროგრესულად შემზადებულიყვნენ სატელეკომუნიკაციო პლატფორმაზე გადასასვლელად, ე.წ.დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე. ამის ნაცვლად, სხვა ქვეყნებმა მოულოდნელად დახურეს მრავალი ბიზნესი სავალდებულო სამთავრობო ბრძანებებით, როგორც ეს გაკეთდა ესპანეთში 13 მარტს, ისე, რომ საწარმოებს და მათ მუშებს დრო არ მიეცათ საკარანტინო სამზადისისთვის, თუნდაც, როგორიც რესურსების სწორი ალოკაცია და პერსპექტიული გადანაწილებაა.

ტაივანის მთავრობა აკონტროლებს ინფექციის გავრცელებას მოქნილი პოლიტიკით, რომელიც დაცლილია ყველანაირი ტოტალიტარული ელემენტებისგან, რაც თავის მხრივ ინდივიდებს დიდ ადგილს უტოვებს ინიციატივებისა და ინდივიდუალურ დონეზე, სუბიექტურად, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. თითოეულ ინდივიდს შეუძლია თვითნებურად მიიღოს შესაფერისი ზომები სიტუაციის შესაბამისად, საკუთარი სტიმულების გათვალისწინებით. ანალოგიურად, იმ ფაქტმა, რომ ტაივანის მოქალაქეები ინფექციის დაწყებისთანავე გააფრთხილეს, შექმნა განზოგადებული ცნობიერება აუცილებელი პრეპარატების დასამზადებლად თუ მოსამარაგებლად და მოქალაქეებს საკმარისი დრო მიეცათ, იმის გადასააზრებლად, თუ რა ცვლილებები უნდა შეიტანონ საკუთარ დღის წესრიგში, რათა თავიდან აიცილონ ინფიცირება.

შეზღუდვისა და გამჭვირვალობის პოლიტიკაში ამ მოქნილობამ განაპირობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. ამის დადასტურება არა მხოლოდ მოსახლეობის კულტურულ მიდრეკილებაში გამოვლინდება, რომელიც შეიძლება შეინიშნოს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებებში, არამედ ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელების ახალი გზების მიღებაშიც, ინფექციის თავიდან ასარიდებლად. კერძო სექტორმა ასევე მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები საკუთარი კლიენტების ინტერესების დასაცავად. საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობას აქვს მინიმუმ ერთი ეთილის სპირტის დისპენსერი, ასე რომ ყველას, ვინც შედის, შეუძლია მოახდინოს საკუთარი ხელების დეზინფექცია. მაგალითად, ეთილის სპირტი Uber-ის მანქანებში რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

დასკვნა

რომ შევაჯამო, გამჭვირვალობითა და გულმოდგინებით, ტაივანის მთავრობამ თავიდან აიცილა მრავალი პრობლემა. მთავარი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ტაივანის მთავრობამ და ტაივანელმა ხალხმა გააცნობიერა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დატვირთვა და ბალანსირებული, გათვითცონიბერებული მოქმედებების აუცილებელობა კოროვირუსის პანდემიის ჩახშობისთვის და არა სავალდებულო მასობრივი გამორთვებით მიღწეული პრაგმატული, უპრინციპო და დაუდევარი შედეგები. ეს არის ის, რისი სწავლაც სამყაროს სჭირდება.

ავტორი: გიორგი ზაზარაშვილი

კომენტარები