სიახლეები

ლენა ბოლქვაძე: მალე ყველა მიხვდება, რომ ვირუსზე უარესი, უმოქმედობა იყო

''თავისუფალი ბაზრის'' სტუმარმა, Evolution Gaming-ის თანამშრომელმა, ლენა ბოლქვაძემ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გავლენაზე, პირად  მაგალითზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, მის კომპანიაში დეზინფექციის ყველანაირი ზომა გაატარეს, ასევე ყველა თანამშრომელს, ოფისში შესვლისას სიცხეს უზომავდნენ, კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა კი ახალგაზრდაა. ბოლქვაძე ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საფრთხეს,  კომპანიაში მუშაობაში ვერ ხედავდა.

საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, კომპანია დაიკეტა, 3000 თანამშრომელი კი, ანაზღაურების გარეშე, შვებულებაში გაუშვეს.-აცხადებს ბოლქვაძე.

კომპანიების გაჩერებით,  მთავრობა ფიქრობს, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით. სინამდვილეში კი სამუშაოს გარეშე, უამრავი პრობლემის წინაშე ავღმოჩნდებით, რომელთა გადაწყვეტასაც ვერ შევძლებთ

                                                                                                                   -მიიჩნევს ლენა ბოლქვაძე.

მისივე თქმით, იმ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი კარანტინში მოთავსება შეიძლება, მაგრამ ამის გამო სხვები არ უნდა დაზარალდნენ. ''მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის მაგივრად, შეიძლებოდა კონტაქში მყოფი პირების იზოლირება, მთლიანად ბოლნისის და მარნეულის მოსახლეობის ნაცვლად''-ამბობს ბოლქვაძე.

მე მინდა, რომ გვქონდეს არჩევანის თავისუფლება, ვისაც ეშინია ის იყოს სახლში, ხოლო ვისაც მუშაობა გვინდა, ამის საშუალება მოგვცენ

                                                                                                                             -აცხადებს ბოლქვაძე.

ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწირა.

"როდესაც ყველას დაუდგება რეალობა, რომ ყველაფრის გარეშე დარჩებიან და ფასების ზრდას, თავიანთ ჯიბეზე აღიქვამენ მაშინ მიხვდება ყველა, რომ ვირუსზე უარესი უმოქმედობა იყო''-განაცხადა ლენა ბოლქვაძემ, ''გირჩი ტივის'' ეთერში.

                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები