სიახლეები

იაგო ხვიჩია: კარანტინი არ მუშაობს

ტელეკომპანია ''კავკასიის'' ეთერში, ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საგანგებო მდგომარეობასა და საკარანტინო ზონებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკარანტინო ზონების შექმნა არ ნიშნავს ვირუსის პრევენციას და თუ სტატისტიკას შევხედავთ, ჩინეთის, იტალიის, ესპანეთისა და ირანის მაგალითზე მივხვდებით, რომ კარანტინი არ მუშაობს.

ის ქვეყნები, რომლებიც ''კარანტინობას'' მიაწვნენ და ადამიანების  შეუზღუდეს თავისუფლება, იქ მსხვერპლი, უფრო დიდია, ხოლო  იქ სადაც მსგავსი შეზღუდვები არ არის, დინფიცირებულთა რიცხვიც ნაკლებია

                                                                                                                              -განაცხადა ხვიჩიამ.

მან ერთი ისტორია გაიხსენა, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა. ჩინეთში პირველი სკანდალი მოხდა მაშინ, როდესაც ექიმი, რომელიც ამბობდა რომ ვირუსი არსებობს დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი, ის კორონავისუსით დაიღუპა. ჩინეთმა პიარ ბრძოლის წაგების გამო, ერთ კვირაში 13 მილიონიანი ქალაქი კარანტინში მოაქცია. თავისი მონომენტური მოქმედებებით კი მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.

 იქ სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ყველა მიიჩნევს, რომ მათ ვირუსი უკვე დაამარცხეს, რადგან დღეში ათ ადამიანამდე კვდება, დღეს რომ იქ დღეში ათიათასი ადამიანი კვდებოდეს და ჩინეთის მთავრობას არ უნდოდეს ამის კონორავირუსად აღრიცხვა საგანგაშო არაფერი იქნებოდა. ხვდებით ხომ რა სტატისტიკაზეა საუბარი.

                                                                                                                  -ამბობს ''გირჩის'' წევრი.

"ამ პანიკის შედეგებს, რომელიც, ხელისუფლებამ და მედიამ დაამკვიდრეს, საზოგადოება ძალიან მალე იხილავს, ეკონომიკის ჩამონგრევით," - ამბობს ხვიჩია

მისივე თქმით, ამორალურია ის რაც მთავრობამ მარნეულის მოსახლეობას გაუკეთა. "მთავრობამ გარისკა იმ ჯანმრთელი ადამიანების ყოფა რომლებიც იქ  აღმოჩნდნენ. რადგან თუ ხვალ და ზეგ სხვადასხვა ქალაქებში ეს ვირუსი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი უნდა გამოვკეტოთ და ეს მოსაწონი ამბავია". 

როდესაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ჯანმრთელობა და ინტერესები ეწირება საზოგადოების სახელმწიფოს კოლექტივის ინტერესებს ეს ფაშიზმია

                                                                                                                    -განმარტა იაგო ხვიჩიამ.

კორონავრუსი თავის მასშტაბებით მეოცე საუკუნის კატასტროფების ტოპ ათეულშიც კი ვერ შევა, დღეს ეს ვირუსი, მთავრობისთვის პიარის კარგი წყაროა''-განაცხადა ''გირჩის'' წევრმა, ტელეკომპანია ''კავკასიის'' ეთერში.

                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

 

კომენტარები