სიახლეები

გახარია: საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ზიანი არ მიადგება

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ გიორი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები და არცერთ შემთხვევაში საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამეთუ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ. ვგულისხმობ საარჩევნო კონტექსტში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ დღეს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა მისი მიმართვა უკვე დააკმაყოფილა და ქვეყანაში, კორონავირუსიდან გამოწვეული საფრთხეების შესაჩერებლად, ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები