სიახლეები

241 Views
Girchi News გირჩი

ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ამ კრიზისის შესაჩერებლად, დიდად არაფრის გაკეთება შეგვიძლია

''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს მხოლოდ გავრცელების სტატისტიკა კი არა, პანდემიის ეკონომიკური გავლენაც უნდა აღელვებდეთ.

"ვირუსი ეკონომიკაზე რა ნეგატიური შედეგით აისახება, ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ზიანი დიდი იქნება თუ პატარა ამის გამოთვლა რთული არ არის''- აღნიშნავს ''გირჩის'' ლიდერი. მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურად რთული რეალობის წინაშე დადგება.

პანდემიის გამო პროდუქტების მოხმარების რაოდენობა შემცირდა. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ამცირებს ადამიანებს შორის პროდუქტების და მომსახურების გაცვლას, ეკონომიკა კი სწორედ ეს არის.

                                                                                                                  -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

''გირჩის'' ლიდერის აზრით, იმის გამო, რომ ბიზნესი დღეს დაპაუზებულია, ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდება, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდას შეაჩერებს და ბუნებრივია, ახალი სამუშაო ადგილებიც  ვეღარ გაჩნდება. "ამ კუთხით ტურიზის სფეროს უკვე, ძალიან დიდი ზიანი  მიადგა. ამის მთავარი მიზეზი კი, ქვეყნის იზოლაციაში ყოფნაა.შექმნილი სიტუაციის ფონზე იძულებით დახურული ბიზნესები, სესხებს ვეღარ გადაიხდიან" -აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის ისეთი გადაწყვეტილები, როგორიცაა გადასახადების შემცირება, მთავრობის გადასახადების შემცირება, კრიზისის თუ არაკრიზის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ შეგვიძლია მთავრობა წარსულში საშინელი გადაწყვეტილებების მიღებაში ვაკრიტიკოთ. ასეთი გიჟური გადაწყვეტილებები კი ძალზედ ბევრია. ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში სხვანაირად რომ მოქცეულიყო, დღეს კრიზისის მართვა უფრო მარტივი იქნებოდა.

''ქართული ოცნება'' მოსახლეობის უტვინო ნაწილის თვალში, წინასაარჩევნოდ ქულებს დაიწერს. ამასთანავე ეს ადამიანები დაიჯერებენ, რომ მთავრობას კოკრეტული ღონისძიებები რომ არ გაეტარებინა, უარეს დღეში ვიქნებოდით. სინამდვილეში კი, სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებებმა, ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო" - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ავტორი: პოლინა აბზიანძე

კომენტარები