სიახლეები

იაგო ხვიჩია: მურუსიძის ხელში დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ვერ შევქმნით

''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, ''პოლიტიკური აგორის'' ეთერში ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაზე, სასამართლო სისტემის ცვლილების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა. ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას მოახერხებს.

''ვინც იგებს არჩევნებს, ის უმრავლესობას იღებს. კონსტიტუციური ცვლილებები სასამართლოსგან პოლიტიკოსების ჩახსნის საშუალებას მოგვცემს'' - აღნიშნა ''გირჩის'' წევრმა.

მისივე თქმით, 2003 წლის მთავრობის ცვლილების შემდეგ, ისევე როგორც 2012 წლიდან დღემდე, ჩვენ სასამართლო რეფორმაზე კონცენტრირებულები ვიყავით. ხვიჩია განმარტავს, რომ ბევრისთვის შეიძლება ეს მემორანდუმი, ან მისი კონკრეტული პუნქტი ვინმეს, ისევე როგორც მას, არ მოსწონდეს, მაგრამ სჯერა, რომ საბჭოთა სასამართლო სისტემის დაშლის საშუალებას მისცემს.

მურუსიძის ხელში დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ვერ შევქმნით. ახალი სასამართლო სისტემა ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მინიმუმ ოთხი ვარიანტიდან, რომელია მათთვის მისაღები თავად აირჩიონ 

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები