სიახლეები

239 Views

მშვენიერაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საკონსტიტუციო განხილვებს შეწყვეტს

თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, საკონსტიტუციო განხილვები ავტომატურად შეწყდება - ამის შესახებ ''გირჩი ტივის'' ეთერში, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

მშვენიერაძე ამბობს, რომ კონსტიტუცია და ლიბერალური დემოკრატია, თითოეული ადამიანის უფლებებს ეფუძნება. მისი თქმით, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობას ერთიანი გადახვევის გაკეთების უფლება აქვს და როდის დგება ეს ეტაპი, სახელმწიფომ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად უნდა განსაზღვოს.

მარტივია სხვებზე საუბარი კარანტინში გადაყვანაზე, სანამ იგივე მოცემულობის წინაშე თავად არ დგახარ. კონკრეტულად შენ რომ გეხება, მაშინ აღარ მოგწონს

მშვენიერაძემ კონკრეტული კანონის არსებობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, უნდა შეიქმნას ისეთი კანონი, სადაც პროპორციულობის ტესტი, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, დაცული იქნება.

მისივე აზრით, ვირუსით დაავადებული ადამიანები, ისე არ უნდა აღიქმებოდნენ, რომ მათთვის შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება, რათა სხვები გადარჩნენ. თუმცა ასევე დაუშვებლად მიაჩნია იმ 131 ადამიანის ქცევა, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს.

სწორედ ესეთი ადამიანები, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ, საზოგადოებაში პანიკას თესავენ. როდესაც ვიღაც აცემინებს, ადამიანებს შიშის გრძნობა უჩნდებათ, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ადამიანები ანგელოზები არ ვართ, საპირისპირო შემთხვევაში სახელმწიფოს და სხვა ინსტიტუციების არსებობა არ იქნებოდა საჭირო,

- განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძე ამბობს, რომ თუ ერთმანეთზე რაიმე მიზეზით განაწყენებული ადამიანები გადაწყვეტენ, რომ კონკრეტული პირი კარანტინში გაუშვან, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას შეამოწმებს. ამას, კონსტიტუციონალისტი, სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს.

 

                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები