სიახლეები

პოლიტიკოსები ვერ გიხსნიან კორონავირუსისგან...

თუ ამ ბოლო დროს თქვენს ადგილობრივ სუპერმარკეტში ყოფილხართ, ალბათ იფიქრებდით, რომ სამყარო დიარეითა და გაუწყლოებით დაასრულებს არსებობას; რეალურად კი, ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ უახლესი გლობალური პანდემიის პირობებში. დაავადება, რომელიც ყველა ენაზე ჟღერს, როგორც კორონავირუსი, სამედიცინო ენაზე კი, მოიხსენიება როგორც COVID-19, ახლა უკვე მარტის სიგიჟეში გადაიზარდა, ის 114 ქვეყანაში გამოჩნდა და დაღუპულია 10 000-ზე მეტი ადამიანი.

როგორც ჩანს მედიის მიერ გაძლიერებული გლობალური ისტერია არ იყო საკმარისად ცუდი, საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის და პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ავტორიტარული გადაწყვეტილებების მიღებით, მათ მაგიურად შეუძლიათ გადაარჩინონ ინდივიდები ვირუსის გავრცელებისგან, რაც, სავარაუდოდ, მხოლოდ დააზარალებს ეკონომიკას და კიდევ უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს პანიკისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში.

ასე რომ, სანამ სასოწარკვეთილი გაემგზავრებით შემდეგ სუპერმარკეტში, ტუალეტის ქაღალდის მოსამარაგებლად, გააცნობიერეთ, რომ ეს განკითხვის დღე არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ პანიკის დათესვას ხალხში და მათ დარწმუნებას, რომ ზრუნავენ საზოგადოებაზე და რომ მათი გადაწყვეტილებები სწორია, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისის დროს.

როდესაც მთავრობა კრძალავს მოგზაურობას, აიძულებს რესტორნებს დაიხურონ და სავალდებულო კარანტინს აწესებს, ის აქტიურად და იძულებით, მოქალაქეებს ართმევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას. დიახ, მთავრობამ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების დასადგენად მსგავსი ზომების დაწესების შესახებ, მაგრამ თავისუფლებისთვის რა ფასად?

თითოეულმა ამ სამთავრობო მოქმედებამ უნდა გაგვიღვიძოს აზროვნება: რამდენად ეფექტურია ყველა ეს გიჟური ზომა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერულად დადასტურდა უამრავი ადამიანის გამოჯანმრთელება COVID 19-გან? განა განკურნებადი დაავადება,  რომელზეც რეგისტრირებული ფატალურობის დაბალი მაჩვენებელია, ნამდვილად ამართლებს მთავრობის შეჭრას მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში?

ალბათ სიურპრიზი არავისთვის იქნებოდა, ჩინეთის მცდელობა გაანადგუროს თითოეული მოქალაქის თავისუფლება, მაგრამ ეს კიდევ უფრო საგანგაშო იმ ქვეყანაშია, რომელშიც თავისუფლების ძალიან მაღალი სტანდარტია და თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, დღეს კი, ის უფრო მეტად ჩინეთის მსგავსად მოქმედებს. მერები და გუბერნატორები ყველგან კარანტინებს აწესებენ, აუქმებენ ღონისძიებებს, ლექციებს, ხურავენ აეროპორტებსა და რესტორნებს, აცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და აუქმებენ ფრენებს, როგორც კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობას. პოლიტიკოსები ამ ზომებს იღებენ არა იმიტომ, რომ ეს მათი სამუშოა, არამედ იმიტომ, რომ სურთ საზოგადოებაში გამოჩნდნენ, როგორც მზრუნველი ინდივიდები, რომელთაც არ სურთ მოსახლეობამ პანდემიის გავრცელებაში დაადანაშაულოს ისინი. განსაკუთრებით ახლა, როცა არჩევნების წელია.

თქვენ ალბათ ფიქრობთ: თუკი ყველა ეს ზომა არაეფექტურია დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად, მაშინ რამ შეიძლება იმუშაოს? 

მოდით, შევინარჩუნოთ ღია საზოგადოება, შეგვიძლია?

ჩინეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსული შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა იყო. ეს ქვეყანა COVID-19 შემთხვევებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო. ამასთან, არ ყოფილა ქალაქის მასშტაბით გადაადგილებების შეზღუდვა, იძულებითი კარანტინი, არ იყო სავალდებულო ივენთების ან ფრენების გაუქმება და რა თქმა უნდა, არც ტუალეტის ქაღალდისთვის იბრძოდნენ. ნაცვლად ამისა, სამხრეთ კორეა ფოკუსირებული იყო მოსახლეობის მასობრივ შემოწმებაზე, ავადმყოფი პირების ინდივიდუალურ, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, ასევე საზოგადოებრივი კომუნიკაციების გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიის გამოყენებით სწრაფ სამედიცინო სკრინინგზე. ჯერჯერობით სამხრეთ კორეის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩანაწერმა აჩვენა, რომ კრიზისის მომენტში ღია საზოგადოების შენარჩუნებამ შესაძლოა უკეთესად იმუშაოს, ვიდრე ავტორიტარულმა ზომებმა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში საშუალოდ 500-ზე მეტი ახალი ინფექცია იყო. თუმცა, გასულ პარასკევს, ეს რიცხვი შემცირდა 438 შემთხვევამდე, შემდეგ შაბათს - 367-მდე, ხოლო კვირას - 248. დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა აღინიშნება მომდევნო დღეს, დაავადების მონიტორინგის მიზნით. ამასთან, სრული სურათისთვის, იტალია, ირანი და ჩინეთი დაავადების გავრცელებას, ებრძვიან ყველა შესაძლო ავტორიტარული ზომით.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის  მეცნიერებისა და ინჟინერიის ცენტრმა გამოაქვეყნა ბევრ ქვეყანაში COVID-19- ის გავრცელებასთან დაკავშირებული მონაცემები, და როგორც ასეთი ინფორმაციის ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, თუმც სამხრეთ კორეას აქვს უფრო მეტი საერთო რაოდენობა გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემთხვევებთან შედარებით. მას ასევე აქვს ყველაზე წარმატებული მცდელობა კოროვირუსის გავრცელების შემცირებაში, როგორც ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალი და გრაფიკი გვიჩვენებს:

COVID-19- ის წარმოშობასთან მებრძოლ ყველა ქვეყანას შორის სამხრეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ღია საზოგადოების შენარჩუნებით, ცდილობს თავი შეიკავოს იმ რადიკალური ზომების უმეტესობისგან, რომლებიც ამორალური, პანიკისკენ მიმავალი და ეკონომიკურად კონტრპროდუქტიულია, რაც ყოველდღიურად ამცირებს შემთხვევების რაოდენობას. ეს ზომები უბრალოდ გვიჩვენებს უფრო ეფექტურ მიდგომას, როდესაც ხდება დაავადებათა კონტროლის კონტროლი, რადგან ის ასევე გვაძლევს გაკვეთილს, რომ პანდემიის დროს ინდივიდის დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ბაზრის პატივისცემა, ნამდვილად კარგი და მორალური იდეაა..

ნამდვილად ვართ მზად თავისუფლებისთვის?

ამ პანდემიისადმი სამხრეთ კორეულმა მიდგომამ დაამტკიცა, რომ თავისუფლებისადმი პატივისცემა სამედიცინო ავტონომიასთან, ტექნოლოგიასთან, ინფორმაციასთან, თვითშეგნებასა და სხვათა გათვითცნობიერებასთან ერთად გაცილებით უკეთესი მეთოდია, ვიდრე იძულებით დაავალდებულო ინდივიდები იმოქმედონ მხოლოდ სამთავრობო სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად,  კორონა ვირუსის კრიზისის პერიოდში.

სიმართლე ის არის, რომ სამხრეთ კორეაში მთავრობა არავის აიძულებს, ატარონ ნიღბები, გამოიყენონ ხელის გამაჯანსაღებელი საშუალებები, ავადმყოფები დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი შეკრება, ისევე, როგორც ის არ აიძულებდა ბიზნესს, აეროპორტებსა და სკოლებს დაიხურონ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანამ გადაწყვიტა აცნობოს თავის მოქალაქეებს ვირუსის რისკებისა და იმის შესახებ, როგორ უნდა აიცილონ მასთან შეხება ან გავრცელება, მაგრამ მან ასევე დაუტოვა ადამიანებს საშუალება, თითოეულმა ინდივიდმა საკუთარი შეხედულებისამებრ და ნებაყოფლობით გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს და აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეელებმა თავად ნებაყოფლობით გააკეთეს სწორი არჩევანი.  ალბათ იმიტომ, რომ მათ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით: თავისუფლება სხვების გათვითცნობიერებასაც მოითხოვს.

მაშინაც კი, თუ თქვენ ხართ თავისუფალი იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით, ისე, როგორც გსურთ, აცნობიერებთ თქვენი მოქმედებების საერთო შედეგების გავლენას, სანამ გადადგამთ შემდეგ ნაბიჯს, სწორედ ეს არის თავისუფალი საზოგადოების სასიცოცხლო თვისება. თუკი რაიმე შეიძლება ვისწავლოთ ამ გაკვეთილიდან, ეს არის ის, რომ პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდებს არ სჭირდებათ ძიძა სახელმწიფო, რომელიც ეტყვით, თუ როგორ იმოქმედონ კრიზისულ პერიოდში.

ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსებს აეღოთ კონტროლი ადამიანების პერსონალურ გადაწყვეტილებებზე, სამხრეთ კორეამ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ნაკლებად ძალადობრივი გზა აირჩია, რომელიც კერძო საკუთრების უფლების გამოყენებით, ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს.  კერძო მესაკუთრეებს არავინ აიძულებს დახურონ საკუთარი დაწესებულებები, არამედ ისინი თავიანთი პირადი გადაწყვეტილებით, აკრავდნენ ნიშნებს, რომელიც ნიღბის გარეშე შესვლას კრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს უყვართ ბაქი-ბუქი თავისუფლებაზე, უბრალოდ შეეცადეთ წარმოიდგინოთ, თუ როგორ ირეაგირებდნენ ისინი, თუკი მათ უარს ეტყოდნენ და აეკრძალებოდათ ბიზნეს დაწესებულებაში შესვლა მეპატრონის შეხედულებისამებრ. 

როგორც ამერიკელებს, თუ ჩვენ ნამდვილად ისე გვიყვარს თავისუფლება, როგორც ვამბობთ ამას, მაშინ ამ ეტაპზე, ჩვენი მთავრობის მიღებულმა ზომებმა უნდა დაგვაფიქროს, ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ ვაკოპირებთ ჩინეთს და არა სამხრეთ კორეას?

როგორ მიაღწია სამხრეთ კორეამ ასეთ დიდ შედეგს კორონავირუსის გავრცელების შემცირებისას?  სამედიცინო ტექნოლოგია ნამდვილად არის პასუხი.  ქვეყანამ ინვესტიცია ჩადო თავისი მოსახლეობის ფართო, სწრაფ ტესტირებაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობილი სადგურები შექმნა.  სავალდებულო, "უფასო" (მთავრობის დაფინანსებული) ტესტს სჭირდება 10 წუთი, ხოლო შედეგები ინდივიდუალურად ეგზავნებათ მოქალაქეებს მეორე დღეს.

როგორც მინიმალური სამთავრობო ინტერვენციის მომხრეები, ჩვენ მუდმივად ვერიდებით სახელმწიფო ხარჯების ზრდის შესაძლებლობას და უფრო მეტად მიდრეკილნი ვართ, რომ ბრმად უარვყოთ მთავრობის მიერ დაფინანსებული კორონას გამოკვლევები;  თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული 1 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტს, ამ ინიციატივის ფარგლებში, თითოეული ამერიკელი, ორი კვირის განმავლობაში, ათასი ამერიკული დოლარის ჩეკს მიიღებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტების უფასოდ ჩატარებას, ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფთა ანაზღაურებასა და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის თანხის ზრდას. უფრო სავარაუდოა, რომ დავხარჯავდით უფრო ნაკლებ სახელმწიფო ფულს და ეფექტურად შევებრძოლებოდით დაავადების გავრცელებას, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ დაფინანსებული სამედიცინო ტესტების ჩატარებას თითოეულ ადამიანზე,  სამხრეთ კორეის მსგავსად. თუკი მთავრობა მაინც აპირებს, რომ დახარჯოს საჯარო ფული ერთი გზით, ან სხვა ალტერნატიული გზით, სასურველია დაიხარჯოს მიზანმიმართულად და რამდენადაც შესაძლებელია უფრო ნაკლები თანხა.

უსაფრთხოების ფასი

სამხრეთ კორეის მეგობრული მიდგომის მიუხედავად, COVID-19-ის წარმოქმნასთან ბრძოლაში, ქვეყანა მაინც არღვევს ზოგიერთი ადამიანის უფლებებს მათი კონფიდენციალურობის შესახებ. მთავრობა შესაძლო ინფიცირებული პირების ტელეფონებსა და საბანკო საქმიანობას ადევნებს თვალს. 

კიდევ ერთი საეჭვო მეთოდი, რომელსაც სამხრეთ კორეაში ვირუსული დაავადების გავრცელების შესაჩერებლად იყენებენ, არის ის, რომ მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს, მაგალითად, იმ ადამიანებზე, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19, მათი ადგილმდებარეობები ხელმისაწვდომია რუკაზე, რათა სხვებმა თავიდან აიცილონ გადაადგილება ამ ტერიტორიებზე. რამდენადაც ეს ქმედება შეიძლება კონფიდენციალურობის თვალსაზრისით საეჭვოა, იგი ასევე შეიძლება დაეხმაროს ხალხს ინფორმირებული იყვნენ და თავიანთი ჯანმრთელობა აკონტროლონ, თავიდან აიცილონ ის ადგილები, რომლებშიც უფრო მაღალია დაავადების რისკი.

პრევენციის ეს ზომები წარმოადგენს თავისუფლების პრინციპების უხეშ დარღვევას;  თუმცა, როდესაც შევადარებთ ამ მიდგომას იმასთან, რასაც ჩინეთი, იტალია, ირანი და აშშ-ც კი აკეთებენ, სამხრეთ კორეის პრობლემის გადაწყვეტას, ჯერ კიდევ უფრო რბილი, კეთილგანწყობილი და უფრო საპატიო მიდგომა აქვს, ვიდრე სხვა ზომების მიღება.

 დიახ, ეს ცუდ გემოს ტოვებს ჩვენს ლიბერტარიანულ სულებში, რომლის კონფიდენციალურობაშიც შეიჭრნენ, მაგრამ ის, რასაც საბოლოოდ აკეთებს სამხრეთ კორეა, არ არის ეკონომიკურად და სოციალურად ისეთი დამანგრეველი, როგორც მაგალითად ამერიკის მთავრობის ზომები.  რომლის შედეგებს სავარაუდოდ წლების განმავლობაში იგრძნობთ აშშ-ს ეკონომიკაზე.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კიმ განგ-ტუჩმა დაადასტურა, რომ ”გამჭვირვალე და ღია საზოგადოების პრინციპის დაზიანების გარეშე, რეკომენდაციას უწევს რეაგირების სისტემას, რომელშიც საზოგადოება ნებაყოფლობით მონაწილეობს თანამედროვე ტექნოლოგიების კრეატიულ პროგრამების დახმარებით."  მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა სტანდარტულ და იძულებით ზომებს, როგორიცაა დაზარალებულებისთვის ტერიტორიების ჩაკეტვა, აქვს ნაკლოვანებები, ძირს უთხრის დემოკრატიას და იწვევს იმ საზოგადოების გაუცხოებას, რომელიც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პრევენციულ ღონისძიებებში.

როგორც მსოფლიო მოწმეები პანდემიისა და გლობალური მასშტაბის ისტერიისა, როგორც ჩანს, რაც უფრო მეტად ვშორდებით ადამიანთა ნებაყოფლობითი თანამშრომლობისა და თვითგაცნობიერების იდეებს, ვირჩევთ ქალაქის მასშტაბით გადაადგილების აკრძალვას და საომარი წესით კარანტინებში ყოფნას, მით უფრო მაღალია შანსი, ვერ მივაღწიოთ კორონა ვირუსის გავრცელების შეჩერების ეფექტურ გადაწყვეტას.   ყოველივე ამის შემდეგ, ჩანს, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა გლობალური ბიოლოგიური კატასტროფების წამალია.

(სტატიაში მოყვანილი ციფრები შეცვლილია ვირუსის მზარდი ტენდენციის გამო)

თარგმანი: ანა ჩიქოვანი

ორიგინალი სტატია: Politicians Cannot Save You from the Coronavirus, but They May Make Things Worse by Trying

კომენტარები