სიახლეები

41 Views
Girchi News

ხვალიდან მუშაობას ავტობუსების კონტროლიორებიც შეწყვეტენ

როგორც საზოგადოებას პრემიერმინისტრმა აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე-განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. თბილისის მაშტაბით, ხვალიდან მუშაობას შეწყეტენ ავტობუსების კონტროლიორებიც.

კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვან რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

                                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები