სიახლეები

რას ნიშნავს იყო ლიბერტარიანელი

ჰარვარდელი პროფესორი, ეკონომისტი და ლიბერტარიანელი Jeffrey Miron 2 წუთში ხსნის, თუ რას ნიშნავს იყო ლიბერტარიანელი და რით განსხვავდება ლიბერტარიანიზმი ყველა სხვა დომინანტი იდეოლოგიისგან. 

მემარცხენე თუ მემარჯვენე შეხედულებები  ძალიან განსხვავდება ლიბერტარიანიზმისგან, რომელიც მართლა უნიკალურია. მემარჯვენეები და რაღაც მხრივ ერთმანეთს გვანან. 

მე ჯეფ მაირონი გახლავართ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი. მინდა ცოტა გესაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ლიბერტარიანელი. ფუნდამენტურ დონეზე, ეს ნიშნავს პატივს სცემდე ინდივიდების გადაწყვეტილებებს და გჯეროდეს, რომ ადამიანები გააზრებულ არჩევანს აკეთებენ, როდესაც წყვეტენ, თუ რა არის მათთვის უკეთესი. ასევე ეჭვი უნდა გეპარებოდეს, რომ თუ მთავრობა ინდივიდებს რაიმეს, მათთვის არასასურველის კეთებას დააძალებს, ამით ადამიანების, ეკონომიკის ან საზოგადოების გაუმჯობესებას, გაკეთილშობილებას შეძლებს.

ლიბერტარიანული ხედვა ბოლომდე არ ემთხვევა არც მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ და არც მემარჯვენე კონსერვატორულ ხედვებს. 
ლიბერტარიანელები ეწინააღმდეგებიან ნარკოტიკების და აბორტების აკრძალვას, ტოლერანტულები არიან გეი ქორწინების მიმართ, ისინი ფიქრობენ, რომ ცალკეული ინდივიდები თავად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ცხოვრობდნენ ისე, როგორც უნდათ. 
ლიბერტარიანელი ასევე სკეპტიკურია ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ფისკალური კონსერვატორია, ანუ თვლის, რომ მთავრობის მიერ დახარჯული თანხები აფერხებს თავისუფალ ბაზარს და ერევა ინდივიდის გადაწყვეტილებაში, იცხოვროს ისე, როგორც უნდა.. იმუშაოს იქ, სადაც უნდა.. თავად აირჩიონ განათლების ფორმა და ხარისხი, დასაქმების ადგილი და ასე შემდეგ. 

მემარჯვენეები და მემარცხენეები, რაღაც მხრივ, ერთმანეთს გვანან. ორივე მათგანი ავტორიტარულია, ანუ ორივე თვლის, რომ იცის, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ზოგადად ადამიანებმა და ცდილობს თავისი ეს ხედვა ადამიანებს თავს მოახვიოს. ლიბერტარიანელები კი თვლიან, რომ ინდივიდებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი ცხოვრება უნდათ თავისთვის. და თვლიან, რომ მთავრობამ არ უნდა გვითხრას, 
აი, ასე ცხოვრება სწორია და სხვანაირად ცხოვრება - აკრძალულიაო.

ავტორი: Jeffrey Miron

კომენტარები