სიახლეები

იაგო ხვიჩია: გიგი უგულავა პოლიტპატიმარია

გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია - ეს განცხადება იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში, პოლიტპატიმრებზე საუბრისას გააკეთა. 

განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში, კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ ადამიანი საპატიმროდან გაათავისუფლა, შემდეგ ორი წელი გარეთ იყო, ამის მერე კი, პროკურატურის გასაჩივრების საფუძველზე, ციხეში კიდევ ერთხელ შეაბრუნეს. 

ადამიანების დაჭერის მიზნით პროკურატურა გახდა ჩვენთან აპელანტი. მე ეს ამბავი არ მგონია სამართლის სფერო, ეს პოლიტიკის სფეროა, შესაბამისად, ის არის პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი პატიმარი

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ათ თებერვალს დააკავეს. დედაქალაქის ყოფილი მერი სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე ორჯერ იჯდა, საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

ავტორი: გიორგი ექიზაშვილი

კომენტარები