სიახლეები

ოპოზიცია სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე მემორანდუმს აფორმებს

რა იქნება 2020 წლის არჩევნებისა და "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ? - უკვე რამდენიმე თვეა, "გირჩის" ინიციატივით, ოპოზიციური პარტიები სწორედ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობენ. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ისინი გამარჯვების შემდეგ აპირებენ, საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლაა. 

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლოს მთავარი პრობლემა უნდობლობაა, რაც ''ქართული ოცნების'' მმართველობიდან წასვლის შემდეგ, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

როგორც ჯაფარიძემ "გირჩი ტივის" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკური აგორა" ისაუბრა, ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია. მისივე თქმით, ამ შეთანხმებაში ორი მთავარი პუნქტია:

1. მოსამართლეების არჩევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. ამისათვის კი რამდენიმე გზა არსებობს - მოსამართლეები უნდა იყვნენ არჩეულები/დანიშნულები ხალხის ან ნაფიცი მსაჯულების მიერ.

2. აუცილებელია უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ. ასევე, უნდა გაერთიანდეს უზენაესი და საკონსტუციო სასამართლოები. 

ცნობილია, რომ ხუთპუქტიან მემორანდუმს ხელს, ოპოზიციური პარტიები, 13 მარტს მოაწერენ.

ზურა ჯაფარიძემ ოლქების დაყოფის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. განაცხადა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ოლქები შეთანხმებულად გადაანაწილოს, რათა ერთმანეთს კონკურენტები არ დაუყენონ. 

ოპოზიციასთან შეთანხმებით, "ქართულ ოცნებას'' ოლქების დასაყოფად, ათდღიანი ვადა აქვს. ობიექტურად რომ ვთქვათ, გირჩს ერთი ოლქი ეკუთვნის და სავარაუდოდ, ჩემს კანდიდატურას დავაყენებთ. 

- განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები